Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მშრალი, მარილმოყრილი ინდაური


შემადგენლობა:

ერთი 7-8 კილოიანი ინდაური
ნახევარი ჭიქა მარილი
1 სუფრის კოვზი შავი პილპილი
10 ღერი ცოცხალი ქონდარი
ნახევარი კონა ოხრახუში
2 ცალი მცირე ზომის ხახვი (შუაზე გაჭრილი)
2 ცალი მცირე ზომის ვაშლი (შუაზე გაჭრილი)
ნახევარი ჭიქა კარაქი
ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინო (აუცილებელი არაა)
მომზადების წესები:
1. ინდაურის მომზადება დაიწყეთ ორი დღით ადრე. გაასუფთავეთ ხორცი და დაამარილეთ. ეცადეთ, მარილი ყველგან თანაბრად მოედოს.
2. გაახვიეთ ინდაური პოლიეთილენის პარკში და მოათავსეთ მაცივარში. მეორე ღამით ინდაური გადააბრუნეთ. მაცივრიდან მომზადებამდე მხოლოდ ორი საათით ადრე გამოიღეთ და ჯამზე მოათავსეთ.
3. ღუმელი მაღალ ტემპერატურაზე დააყენეთ. ინდაურს მოაყარეთ შავი პილპილი. დაუმატეთ ქონდარი, ოხრახუში, ნახევარი ხახვი და ნახევარიც ვაშლი. ფეხები წვრილი თოკით შეუკარით. დარჩენილი ვაშლი და ხახვი ფრინველის კისერთან დააწყეთ.
4. მკერდისა და ბარკლების კანზე კარაქი გადაუსვით და მოაყარეთ დარჩენილი წიწაკაც.
5. შეწვით. ნახევარ საათში ღუმელს დაუწიეთ. ინდაური გადმოიღეთ ცეცხლიდან და ფრთის ბოლოები ფოლგით შეუხვიეთ. ტაფას ჭიქანახევარი წყალი ან ღვინო დაასხით და მომდევნო ორი საათიც ინდაური ტაფაში, საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ. ფრთებიდან ფოლგა ბოლო ნახევარი საათის დარჩენისას მოხსენით.
6. როდესაც შეიწვება, სითხე ქვაბში დატოვეთ და ინდაური გაშლილ თეფშზე გადაიტანეთ. გადააფარეთ ფოლგა და სამზარეულოს ნესტიანი ტილო. ასე გააჩერეთ, სულ ცოტა, ნახევარი საათით.
7. ქვაბში დარჩენილი ცხიმი ცალკე ჭურჭელში გადაიტანეთ. ქვაბის ფსკერს თეთრი ღვინო ან ბულიონი მოავლეთ და ეს სითხეც ჭურჭელში გადაასხით. მოგვიანებით მას საწებლის მოსამზადებლად გამოიყენებთ.
 
მომზადების ხანგრძლივობა: 3 საათი, პლუს 2 დღე დამარილებისთვის.
 
© New York Times News/ გაზეთი იბერია
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული