Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართული სუფრის საიდუმლო ღვინოა” - Club Oenologique სუფრის ტრადიციასა და ქართულ ღვინოზე

დავით კერმოუდი ღვინის ცნობილი მწერალი და ექსპერტია, რომელიც წლებია აქტიურად წერს ღვინის კულტურასა და ინდუსტრიაზე. მის სტატიებში დიდი ყურადღება ეთმობა ღვინის მრავალფეროვნებას, კულტურულ მნიშვნელობას და გლობალურ ტენდენციებს. კერმოუდი მრავალი ღვინის კონკურსის ჟიურის წევრია და ღვინის სფეროშიც დიდი გამოცდილება აქვს. კერმოუდიმ ორიოდე დღის წინ ქართულ რჩეულ ღვინოებზე სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში ავტორი ყურადღებას ქართულ სუფრაზე ამახვილებს, აღწერს სუფრას, როგორც მასპინძლობისა და კულინარიული ტრადიციის ცენტრს, რომელიც სავსეა უხვი კერძებითა და საინტერესო ღვინოებით: “სუფრის გული, როგორც წესი, ღვინოა და საქართველოს ჯიშებისა და მდიდარი ღვინის სტილი იდეალურად ეხამება კერძებს. მრავალფეროვანი კერძები უწყვეტია– ხაჭაპური, შემწვარი თევზი, ხორცის კერძები და სალათები, რომლებიც სავსეა ნიგვზითა და მწვანილებით”.

სტატიაში ავტორი ხაზს უსვამს ღვინის არსებით როლს სუფრაზე და აღნიშნავს, რომ ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინის სტილის მრავალფეროვნება სუფრის კერძებს შესანიშნავად ერწყმის. ავტორის თქმით, სუფრა არა მხოლოდ ტურისტებისთვის მომზადებული ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი ელემენტია ქართულ კულტურაში, სადაც მასპინძლობა და ურთიერთობებია მთავარი. 

სტატიის მეორე ნაწილში კერმოუდი მის რჩეულ რამდენიმე ღვინოს:

1. Mildiani Family Winery, Brut Reserve 2021 – ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინო, რომელსაც ლიმონის ცედრისა და ახალი პურის არომატი აქვს, ასევე ყვითელი მსხლისა და მდიდარი ყველის ნოტები.

2.  Bedoba Orange 2021  – ქარვისფერი ღვინო, რომელიც გამოირჩევა ხურმის, ტკბილი სუნელებისა და ჯანჯაფილის არომატით. ღვინოს აქვს დელიკატური, მაგრამ გამოხატული არომატები და ხანგრძლივი დაბოლოება.

3.  Brica, Kisi Qvevri 2022  – ქვევრში დაყენებული ღვინოა, გამოირჩევა ატმის ყვავილის, ვაშლის კანისა და გარგრის ჩირის არომატებით. აქვს ოდნავ მეტი მჟავიანობა, მინერალური გემო და გამორჩეული ტექსტურა.

4.  Kardanakhi 1888, Tsarapi 2020  – ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქულით შეფასებული ღვინოა, რომელიც გამოირჩევა ქიშმიშის, ცხელ-ცხელი ფუნთუშის და ტკბილი სუნელების არომატებით. აქვს მრგვალი არომატები და დაბალანსებული მჟავიანობა.

5.  Mildiani Family Winery, Mukuzani Reserve 2018  – მდიდარი ხილისა და სუნელების არომატები, რომელშიც შავი კენკრისა და ბალახის ნოტებს ამოიცნობთ. ღვინო აერთიანებს მუხისა და გლუვი ტანინების ტექსტურას.

6.  Lionidzis Zvari, Saperavi Reserve 2019  – ამ ღვინოს აქვს მოცვისა და ქლიავის ინტენსიური არომატები, რომელთაც თან ახლავს ვანილისა და მიხაკის სუნელები. მუხისა და შავი მოცხარის ტანინები ქმნის კომპლექსურ, მტკიცე ტექსტურას. 

ეს ღვინოები ავტორის აზრიტ საუკეთესოა ტრადიციული ქართული სუფრისთვის და იდეალურად ერწყმის კერძებს, რაც კიდევ უფრო ამაღლებს ამ განსაკუთრებული კულინარიული ტრადიციის სიამოვნებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.