Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ქართული, პირამიდებსა და დამწერლობაზე ძველი ღვინო” - Vitis Vivendum

Vitis Vivendum ლონდონში, სამხრეთ კენსინგტონში ღვინის ბარი და რესტორანია, სტუმრებს იტალიური კერძებითა და სხვადასხვა ღვინით უმასპინძლდებიან. რესტორანში ღვინის საკმაოდ დიდი არჩევანია, მათ შორის ქართულ ღვინოებსაც შეხვდებით. Viti-ის ძირითადი იდეა სწორედ ისაა, სტუმრებს ისეთი ღვინოები შესთავაზოს, რომლებიც აქამდე არ გაუსინჯავთ. როგორც მათ გვერდზე ვკითხულობთ, სწორედ ამიტომ არჩევენ ძალიან დიდი ყურადღებითა და მონდომებით ღვინოებს: “მისი მშვენიერება ისტორიაა, კულტურა, ანთროპოლოგია. თითოეული ჭიქა ღვინო, თითქოს ახალი კულტურის, მეთოდის, გემოსა და ისტორიული მომენტის გახსნის შესაძლებლობაა. ასე რომ, დღეს ჩვენი სტატიით მკითხველს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6000 წელში დავაბრუნებთ, როცა საქართველოში ხალხი ჯერ კიდევ ველური ვაზის წვენს ინახავდა და ღვინოდ აქცევდა”.

ავტორი წერს საქართველოში აღმოჩენილი ქვევრისა და წიპწების, Vitis Vinifera-ის, ქვევრის ტექნოლოგიისა და ჩვენი ღვინის კულტურის შესახებ. შემდეგ კი იმ ქართული ღვინოების შესახებ საუბრბს, რომლებითაც ლონდონში, Vitis Vivendum-ში უმასპინძლდებიან სტუმრებს.
ოქროს ღვინო”, რქაწითელი, 2018 - “ამ ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი მეღვინეა კახეთში, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ტანინიან, სხეულიან ღვინოებზე, მისი რქაწითელი კი მანდარინისა და როზმარინის არომატებით გამოირჩევა. ეს ღვინო ძალიან გამორჩეული, ინდივიდუალური და რქაწითელის იდეალური ვარიანტია” - აღნიშნავს ავტორი. 

იაგოს ღვინო”, ჩინური - “იაგო ერთ-ერთი პირველი მიუბრუნდა ქვევრის მეთოდს, მისი ჭაჭაზე დავარგებული ჩინური კი ძალიან კარგი მაგალითია ქართლის ტერუარის არაჩვეულებრივი ღვინისა” - ვკითხულობთ სტატიაში. 

ხოხბის ცრემლები”, ვარდისფერი რქაწითელი, 2020,  “პოლიფონია” და ჩინური - “ეს მეღვინეობა ქვევრის ღვინოებს აწარმოებს. ვარდისფერი რქაწითელი ძალიან ლამაზი შეფერილობისა და სხივის მქონეა, უნიკალური, თითქმის მიტოვებული ვაზისგან დაწურული ძალიან არომატული ღვინოა, რომელიც ყვავილოვანი არომატებით ხასიათდება. “პოლიფონიაში” მინდვრის სურნელებს აღმოაჩენთ, ჩინური კი “იაგოს ღვინოსგან” განსხვავებულია და ძალიან საინტერესოა ერთი ტექნოლოგიითა და ყურძნით დაწურული ორი ღვინო, რომელიც სხვადასხვანაირად გამოხატავს საქართველოს რეგიონებს” - წერს ავტორი. სტატიას მათ გვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.