Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტრენინგი – ბიო (ორგანული) მეღვინეობა – გიორგი ბარისაშვილი, 16-17 დეკემბერი

16–17 დეკემბერს მევენახეობა–მეღვინეობის მკვლევარი გიორგი ბარისაშვილი გაუძღვება ტრენინგს ბიო (ორგანული) მეღვინეობა.

• ძირითადი თემებია: მეღვინეობის შესავალი, ადგილობრივი და მსოფლიო მეღვინეობის მიმოხილვა. მსმენელები შეისწავლიან ბიომეღვინეობის ძირითად პრინციპებს. საუბარი შეეხება: რთველსა და ყურძნის სიმწიფეს; ყურძნის გადამუშავებას; ალკოჰოლურ დუღილს; მალოლაქტიკურ დუღილს; მარნის ჰიგიენას; ღვინის გადაღებსა; ღვინის დაავადებებს და ნაკლოვანებებს; ასევე ვისაუბრებთ ღვინის სტაბილიზაციაზე და ბოთლში ჩამოსხმაზე, ბიოღვინის დეგუსტაციაზე.

• ტრენინგზე გაისინჯება ბიო–ღვინის ნიმუში.

• ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 10:00–15:00 საათები.

• ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 70 ლარს.

• “ღვინის კლუბის” წევრებისთვის, რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, გათვალისწინებულია 20%–იანი ფასდაკლება.

• კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო („ბიო (ორგანული) მეღვინეობა”, ავტორი გიორგი ბარისაშვილი), ტესტები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, სადეგუსტაციო ღვინო, მცირე სადილი (2 დღე).

• სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ გამოცდას.

• თითოეული ტრენინგი ჩატარდება მას შემდეგ, რაც კურსზე დარეგისტრირებული მსმენელების რაოდენობა მიაღწევს 20-ს.

• რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88, 557 41 30 10.

• ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 14 დეკემბერი.

გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:

ააიპ "ღვინის კლუბი"
ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002

თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 14 დეკემბრისა.

© ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული