Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იტალიური სააღდგომო ღვეზელი მოხარშული კვერცხით

საჭირო მასალა: ცომი - 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 500 გ ფქვილი, მარილი.

გულსართი – 80 გ გახეხილი პარმეზანი, 300 გ ხაჭო, 1 ჩ.კ. ხმელი თავშავა, 400 გ მოწალული ისპანახი, 50 გ კარაქი, 3 ნაჭერი თეთრი პური, 100 მლ რძე, 6 ცალი კვერცხი, მარილი  პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ცომის ინგრედიენტებით ნაზი და ელასტიკური ცომი მოვზილოთ. დავყოთ 12 გუნდად, გადავაფაროთ ტილო და 1 საათით დავტოვოთ. ისპანახი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ მარილი, პილპილი და თავშავა. პური დავალბოთ რძეში, გადავწუროთ, შევურიოთ 2 ცალი კვერცხი და 2 ს.კ. პარმეზანი. დავუმატოთ ხაჭო, ისპანახი, მარილი და წიწაკა. ცომის ერთი გუნდა ფქვილმოყრილ ზედაპირზე ძალიან თხლად გავაბრტყელოთ, შემდეგ ხელით ფრთხილად გავწელოთ და ჩავაფინოთ 24 სმ დიამეტრის ცხიმწასმულ ფორმაში. ცომის ნაპირები ფორმას გვერდებზე 1 სმ-ით უნდა გადასცდეს. ცომს მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი. ამავე ფორმით გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ  ცომის დანარჩენი 6 გუნდა. გულში მოვათავსოთ გულსართი, გავუკეთოთ ოთხი ჩაღრმავება, თითოეულში მოვათავსოთ კარაქის ნაჭერი და  ჩავახალოთ თითო კვერცხი. კვერცხებს მოვაყაროთ მარილი, პილპილი  და დარჩენილი პარმეზანი. გულსართზე მოვათავსოთ ზემოხსენებული წესით დამუშავებული  დარჩენილი ცომის ექვსი ფენა, ბოლოს მოვაპკუროთ ზეითუნის ზეთი, გვერდები კარგად შევკრათ ჩანგლით და 1 საათისა და 75 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.