Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თურქეთში ანტიალკოჰოლური კამპანია დაიწყო

 
თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულმა ხელი მოაწერა კანონს ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებისა და რეკლამირების რეგულირების შესახებ. აიკრძალა ალკოჰოლური სასმელებისა და მათი მწარმოებელი კომპანიების რეკლამა, ასევე სასმლის დალევა ნებისმიერ ადგილას, გარდა ლიცენზირებული ბარ-რესტორნებისა და მაღაზიებისა. 22:00-06:00 საათებში კი სპირტიანი სასმელების გაყიდვა საერთოდ იკრძალება. აღნიშნული კანონის მიღებას, რომელსაც პრეზიდენტმა 28 მაისს მოაწერა ხელი, საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის ისლამური სახელმწიფოს შექმნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ამ კანონის ინიციატორმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კი განაცხადა, რომ "თურქული ეროვნული სასმელი არის აირანი. ასე რომ, თუ ვინმეს სპირტიანი სასმელი მოუნდება, უმჯობესია, შინ მიირთვას." თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ იუნესკოს არამატერიალური კულტურული ძეგლების ჩამონათვალში შესატანად წარდგენილი იყო თურქული ანისულის არაყი - რაკი, რომელიც ძლიერ უყვარდა აბდულა გიულის დიდ წინამორბედს - მუსტაფა ქემალ ათათურქს. 
 
© ღვინის კლუბი/Weekend
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.