Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამხრეთ აფრიკული ღვინის წარმოება

სამხრეთ აფრიკა სამხრეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღვინის მწარმოებელი რეგიონია, რომელსაც 300 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. ღვინოების უმეტესობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება, თუმცა ხშირად მათ სტილისტურად უფრო მეტი საერთო ძველ სამყაროსთან აქვთ. ვენახები გავრცელებულია დასავლეთ კონცხის უხეში ლანდშაფტის გარშემო. აქ მთებისა და ხეობების სიმრავლე მეღვინეებს საშუალებას აძლევს აწარმოონ მრავალფეროვანი სტილისა და სახეობის ღვინო. ღვინის საწარმოები იშვიათადად, მაგრამ მაინც გვხვდება ჩრდილოეთ კონცხზე, მდინარე ორანჟის მიმდებარედ, სადაც კალაჰარის უდაბნოა. 

სამხრეთ აფრიკის ღვინის მწარმოებელ რეგიონების უმეტესობას ხმელთაშუა ზღვის კლიმატი აქვს, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ატლანტიკისა და ინდოეთის ოკეანის კვეთა. ვენახები ძალიან იშვიათად თუა სანაპირო ზოლიდან 50 კილომეტრზე უფრო მოშორებით.  სანაპიროსთან ასეთი სიახლოვის გამო ვენახები მეტად “გრილდება”, რაც განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ძალიან სასურველიც კია. მსგავსი კლიმატი ტემპერატურას გაზაფხულის პერიოდშიც აბალანსებს.  კონცხის მთის ქედი კი ხელს უშლის ქარს, დაბრკოლებას ქმნის და მის დარეგულირებას ხელს უწყობს. 

ქვეყნის ყველაზე ცნობილი ვაზის ჯიშია Pinotage, Pinot Noir-ისა და Cinsaut-ის მუტაციური ჯიში, რომელიც ძალიან იშვიათად გვხვდება ღვინის სხვა მწარმოებელ ქვეყნებში. ფართოდაა გავრცელებული შირაზიც ისევე, როგორც კაბერნე სოვინიონი და მერლო. თეთრყურძნიანი ჯიშები ქვეყნის 55%-ზე მეტს შეადგენს (93 000 ჰექტარს 230 000-დან). Chenin Blanc ყველაზე ხშირად დარგული ჯიშია, რომელიც ვენახების 28,5 პროცენტიზეა გაშენებული. თუმცა, Wine Searcher-ზე ვკითხულობთ, რომ საუკეთესო თეთრი სამხრეთ აფრიკული ღვინოები შარდონესა და სოვინიონ ბლანისგან იწურება. ღვინისა და ტერუარების იურიდიული სტრუქტურა 1972 წელს შემოიღეს. ვაზი კი პირველად ქვეყანაში ჰოლანდიელმა დევნილება 1650-იან წლებში დარგეს. სამხრეთ აფრიკის უძველესი ღვინის სამკვიდრო მდებარეობს კონსტანციაში, სადაც ლეგენდარული სადესერტო ღვინის წარმოებამ Vin de Constance-მ რეგიონს მსოფლიო პოპულარობა მე-18 და მე-19 საუკუნეებში მოუტანა. სამხრეთ აფრიკის ღვინის ინდუსტრიამ მე-19 და მე-20 საუკუნეებში მრავალი წარუმატებლობა განიცადა. 1860-იან წლებში ფილოქსერას დამანგრეველმა აფეთქებამ საგრძნობლად შეამცირა ვენახის ფართობი. შემდგომ კი - მაღალმოსავლიანი ყურძნის ჯიშების გამოყენებამ, როგორიცაა Cinsaut - გამოიწვია ფართომასშტაბიანი ჭარბი წარმოება. ამან, თავის მხრივ, აიძულა სამხრეთ აფრიკის მთავრობა დაეფინანსებინა Kooperatieve Wijnbouwers Vereniging van Zuid-Afrika (სამხრეთ აფრიკის კოოპერატიული მეღვინეების ასოციაცია, უკეთ ცნობილი როგორც KWV). მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში, KWV ისე ზღუდავდა ღვინის წარმოებას, რომ განვითარება თითქმის შეუძლებელი იყო, პრიორიტეტიც რაოდენობას ენიჭებოდა და არა ხარისხს. კიდევ უამრავი დაბრკოლების შემდეგ 1990 წლისთვის, რაც ნელსონ მანდელა დაბრუნდა, ღვინის ინდუსტრიაც აღდგა. SA-ც (ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის ასოციაცია) იმავე წელს დაარსდა, რომლის მიზანიც სამხრეთ აფრიკული ღვინის გაყიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობა იყო.

 დღეს ქვეყანაში წარმოებული ღვინის თითქმის ნახევარი ექსპორტზე გადის, ევროპა კი რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია. 2022 წელს 542 ღვინის საწარმომ 1,4 მილიონ ტონაზე მეტი ყურძნით 806 მილიონი ლიტრი ღვინო აწარმოა. ინდუსტრიაში 300 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული; ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება დასაქმებულთა კეთილდღეობას ეთმობა.  სამხრეთ აფრიკა სიდიდით მეცხრე ღვინის მწარმოებელი ბაზარია, რომელიც მსოფლიოს ღვინის დაახლოებით 3,4 %-ს წარმოებს. 

Wine Searcher-ზე ყველაზე პოპულარული სამხრეთ აფრიკული ღვინოების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

Klein Constantia Vin de Constance Natural Sweet Wine, Constantia, South Africa

Meerlust Rubicon, Stellenbosch, South Africa

Kanonkop Paul Sauer, Stellenbosch, South Africa

The Sadie Family 'Columella' Red, Swartland, South Africa

Boekenhoutskloof The Chocolate Block, Franschhoek Valley, South Africa

Boekenhoutskloof The Chocolate Block, Franschhoek Valley, South Africa

Hamilton Russell Vineyards Pinot Noir, Hemel-en-Aarde Valley, South Africa

The Sadie Family 'Palladius' White, Swartland, South Africa

Kanonkop Estate Pinotage, Stellenbosch, South Africa

Savanna Dry Premium Cider, South Africa

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული