Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რომი 53 000 დოლარად

ლონდონის ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე დამთვალიერებლებმა საკუთარი თვალით იხილეს უნიკალური რომი, რომელიც 53 000 დოლარად არის შეფასებული და რომლის შესახებაც ლეგენდები დადიოდა.

ეს სასმელი 1940 წელს ჩამოასხეს. ის რამდენიმე სახეობის რომის ნაზავს წარმოადგენს, ზოგიერთი მათგანი 1915 წლით თარიღდება.

ამ რომის გამორჩეულობა კოქტეილ Mai Tai-ს პოპულარობას უკავშირდება. საქმე ის გახლავთ, რომ 1944 წელს, როდესაც კოქტეილი Mai Tai გამოიგონეს, მან მაშინვე ისეთი მოწონება დაიმსახურა, რომ მწარმოებლებს ორ წელიწადში რომის მთელი მარაგი ამოეწურათ. ამიტომაც შეცვალეს მწარმოებლებმა - Wray-მ და Nephew-მ რომის დამზადების მეთოდები ისე, რომ მისი დამზადება უფრო სწრაფად მოხერხებულიყო და დისტილაციის სახეცვლილი მეთოდები გამოიყენეს. რა თქმა უნდა, სასმელი იმავე ხარისხის ვეღარ იქნებოდა. ტექნოლოგიის ცვლილებასა და კოქტეილის მოყვარულთა ინტერესებს ჭეშმარიტი რომის ხარისხი შეეწირა.

აღარავის ჰქონდა ძველი, "რეფორმამდელი" რომის ხილვისა და დაგემოვნების იმედი. მაგრამ სამი წლის წინ სრულიად მოულოდნელად იამაიკის საწყობში ამ სასმელის 12 არამარკირებული ბოთლი აღმოჩნდა. აქედან რვა ბოთლი უკვე გახსნილი და გამოყენებული იყო.

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული