საჭირო მასალა: 150 გ ფენოვანი ცომი, მოხარშული ცომი - 150 მლ წყალი, 50 გ კარაქი, 150 გ ფქვილი, 3 კვერცხი, მარილი დანის წვერზე. კრემი - 300 მლ რძე, 30 გ შაქარი, 3 კვერცხის გული, 30 გ სახამებელი, 1-2 პაკეტი ვანილის შაქარი. ბეზე - 4 კვერცხის ცილა, 180 გ შაქარი. კარამელი - 150 გ შაქარი, 50 გ წყალი.
მომზადება: ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ 27 სმ დიამეტრის წრე, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და ჩანგლით დავჩხვლიტოთ. მოხარშული ცომისათვის ქვაბში მოვათავსოთ წყალი. ფქვილი, კარაქი, მარილი და წამოვადუღოთ. როდესაც მასა შესქელდება და ქვაბის გვერდებზე აპკს გაიკეთებს, ცეცხლიდან გადმოვდგათ და თანდათანობით შევათქვიფოთ კვერცხი. ცომის ერთი ნაწილი მოვათავსოთ საკონდიტრო ტომარაში და ყვავილის ფორმით ფენოვან ცომზე გავაკეთოთ ორი წრე, კიდეებზე და ცენტრში. გამოვაცხოთ 220 გრადუს ტემპერატურაზე 15-18 წუთის განმავლობაში. დანარჩენი მოხარშული ცომით მოვამზადოთ პატარა ბურთულები და გამოვაცხოთ 220 გრადუს ტემპერატურაზე.
კრემის ინგრედიენტები შევურიოთ და ნელ ცეცხლზე მოვხარშოთ, თან ვურიოთ. როცა ადუღდება და შესქელდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. გავთქვიფოთ ბეზე, მასის 3/4 შევათქვიფოთ ცხელ კრემს და გამომცხვარ ფირფიტას წავუსვათ. დარჩენილი ბეზეთი საკონდიტრო ტომრის საშუალებით კრემის ზემოდან გავაკეთოთ ბადე და შევდგათ ღულელში, სანამ ზედაპირი არ შეიბრაწება. კარამელისათვის შაქარი და წყალი ვადუღოთ, სანამ კარამელიზაციას არ დაიწყებს, მასში ამოვავლოთ გამომცხვარი ბურთულები და ტორტს შემოვუწყოთ. სუფრასთან მიტანის წინ 1 საათი გავაჩეროთ შესაგრილებლად.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი