Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცოცხალი ვარდების გამოშრობა ტკბილეულისათვის

ნამცხვრებისა და სადღესასწაულო კერძების გაფორმების ერთი მარტივი და სწრაფი მეთოდი:

1. ცოცხალ ვარდებს წავაჭრათ ღერო და ფოთლები, დავუტოვოთ 3-5 სმ-ის სიგრძის ღერო;
2. ამოვავლოთ წყალში ან სულაც გავაჩეროთ 2-3 წუთი წყლიან ჭიქაში;
3. ამოვიღოთ ვარდი წყლიდან, დავფერთხოთ ზედმეტი წყლისგან და ამოვავლოთ შაქრის პუდრში;
4. დავდოთ აირ-ღუმელის "ბადურაზე" და შევდოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში;
5. ღუმელის ტემპერატურა უნდა იყოს საშუალოდ 70-80 გრადუსი ცელსიუსით და ანთებული ორივე, ზედა და ქვედა მხრიდან;
6. დაახლოებით 40-50 წუთში ვარდები მზად უნდა იყვეს, თუმცა პერიოდულად მაინც შეამოწმეთ და თუ საჭიროა მდებარეობაც შეუცვალეთ მათ;
7. ვარდები შეიძლება დაალაგოთ როგორც ყუნწით ქვემოთ, ასევე ჩამხობილიც ან გვერდულად.
8. შეიძლება შაქარმა წვეთა დაიწყოს, ამიტომ ვარდებს ქვემოდან დაუფინეთ თუნუქის ფიცარი ან კულინარიული ვერცხლის ქაღალდი.
 
© peppi

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული