Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის აუქციონზე რეკორდული თანხა მოიხსნა

1851 წლიდან ბურგუნდიაში ყოველწლიურად იმართება ღვინის საქველმოქმედო აუქციონი Hospices de Beaune. ცხადია, ამ პრესტიჟულ ღონისძიებაზე ყოველთვის დიდი თანხა გროვდება, მაგრამ წლევანდელმა ”ნავაჭრმა” რეკორდი მოხსნა. 2000 წლის შემდეგ ასეთი დიდი მოგება პირველად დაფიქსირდა.

გასულ წელს აუქციონის მოგება 5,9 მილიონი ევრო იყო, წელს კი ეს თანხა საგრძნობლად გაიზარდა და 6,3 მილიონი ევრო შეადგინა. თანაც უნდა აღინიშნოს, რომ გასაყიდად ღვინის სულ რაღაც 333 კასრი გაიტანეს. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ასეთი მცირე რაოდენობის ღვინიდან ასეთი დიდი მოგება მიიღეს.
შედარებისათვის მოგახსენებთ, რომ გასულ წელს სულ 516 კასრი ღვინო გაიყიდა, 2011 წელს – 700. გარდა ამისა, ზოგადად ფასმაც იმატა. წელს თითო კასრი ღვინო, საშუალოდ 13 ათას ევროდ იყიდებოდა, რაც 26,6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.

ამ აუქციონის უმთავრესი ლოტი ჩინელმა ქალბატონმა დაისაკუთრა. Meursault Genevrieres Premier Cru-ს აპელასიონის ღვინო Philippe Le Bon-ის 456-ლიტრიანი კასრი ქალბატონმა იან ხუნ ცაომ 131 ათას ევროდ შეიძინა და განაცხადა: “უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ეს ღვინო მე ვიყიდე. ჩინეთში ძალიან ფასობს ბორდოული და ბურგუნდიული ღვინოები, მაგრამ მე ამ უკანასკნელს ვანიჭებ უპირატესობას.”

აუქციონზე გამოტანილი იყო სხვა ძალიან ძვირად ღირებული ღვინოებიც: 70,620 ევროდ შეფასებული Clos de la Roche Cuvee Georges Kritter და Batard Montrachet Dames des Flandres, რომელშიც აუქციონის ერთ-ერთმა მონაწილემ 65,270 ევრო გადაიხადა.

უნდა აღინიშნოს, რომ აუქციონზე ბევრი ლოტი საწყის ფასზე ბევრად ძვირად გაიყიდა. ”ეს შესანიშნავი შედეგები იმას მოწმობს, რომ Hospices de Beaune-ის გუნდმა არაჩვეულებრივად იმუშავა,” – აღნიშნავს ენტონი ჰენსონი, Christie's-ის აუქციონის კონსულტანტი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული