Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კომპანიებს გლეხებისთვის თანხის ავანსად გაცემას ურჩევენ

მეღვინეების ნაწილის ხმაურიან განცხადებებს გლეხების მიერ მოყვანილ უხარისხო ყურძენზე დღეს მოწინააღმდეგეები თავად კომპანიებში გამოუჩნდათ. კომპანია „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის განცხადებით, ღვინის კომპანიებმა ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებაზე თავად უნდა იზრუნონ.
კომპანიის კომერციული დირექტორის ლევან დავითაშვილის თქმით, ღვინის კომპანიებმა გლეხს ყურძნის ხარისხი კი არ უნდა დაუწუნონ, არამედ გაუმჯობესებაში დაეხმარონ. მათ შორის ერთ - ერთი გზა მათთან რამდენიმეწლიანი კონტრაქტის გაფორმებაა, რომლითაც კომპანია ყურძნის ჩაბარებაზე იქნება პასუხისმგებელი, გლეხი კი მოსავლის ხარისხზე. ამასთან, ღვინის კომპანიამ ავანსად გარკვეული თანხაც უნდა მისცეს გლეხს, რომლითაც იგი ვენახის მოვლისათვის საჭირო პრეპარატებს შეიძენს, - იუწყება რადიო „კომერსანტი“.
ცნობილი მეღვინეების ბრალდებებისგან კახელი გლეხების დაცვა დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც გადაწყვიტა. როგორც სამინისტროში განაცხადეს, გლეხის ყურძენი ძალიან მაღალი ხარისხისაა და უხარისხობის მიზეზით ყურძნის ჩაბარების პრობლემა არც ერთ გლეხს არ შეექმნება. ერთმანეთის მიყოლებით ყურძენი ქვეყნის უმსხვილესმა ოთხმა კომპანიამ დაიწუნა. ღვინის კომპანიების „თელიანი ველის“, „თბილისის მარანის“, „ჯივიესის“, „მეღვინეობა ხარებას“ პოზიციაა, რომ კახელი გლეხების მიერ მოყვანილი ყურძენი უხარისხოა და ხარისხიანი ღვინის დასამზადებლად სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

© "კახეთის საინფორმაციო ცენტრი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.