Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – "ღვინის გზამკვლევი" (8) 02.11.2012

<<<<<<<<<<<<< 

რუსეთის სანიტარული სააგენეტოს - “როსპოტრებნაზორის”

რეგიონულმა ოფისმა აფხაზური ალკოჰოლური სასმელების რეგისტრაციაზე უარი განაცხადა. აკრძალულ სასმელებს შორის მოხვდა: (“Abkhazian Champagne”, “achara”, “achara special”, Abkhazian sparkling”, “Abkhazian Bouqet”,“Cognac Abkhazia”, “Ainar”, Ataud”, “Nar”, “Absny”) -  “აფხაზური შამპანური”, რომელიც გაგრაში იწარმობა, ასევე “ლიხნი”, “ახალი ათონი”, “აბსნი”, “აჭარა” და კიდევ რამდენიმე.რეგისტრაციის უფლება არ მისცეს მინერალური წყალს - “სნოს”, რომელიც მცხეთის რეგიონში იწარმოება.

განცახდებაში, რომელსაც აფხაზური გამოცემა “ნაშა აბხაზია” ავრცელებს, არ არის დაკონკრეტებული, აღნიშნული აკრძალვამხოლოდ მოსკოვში გავრცელდება, თუ რუსეთის სხვა რეგიონებსაც მოიცავს.

<<<<<<<<<<<< 

ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების თემა ახალი

ხელისუფლების წევრებს შორის კვლავ აქტიურად განიხილება. ბაზრის გახსნასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო რთველის სუბსიდირებას გადახედვასა და მის გაუქმებაზეც საუბრობს. პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  რუსეთთან მოლაპარაკებები ახლაც მიმდინარეობს და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე მიმდინარე სეზონზე დაბრუნდება.                                              

<<<<<<<<<<<<<< 

ქართული ღვინის მაღალი ხარისხის სასარგებლოდ, კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება გვაქვს. ღვინის გაყიდვების საერთაშორისო გზამკვლევში ორი ქართული ღვინის კომპანიაც მოხვდა. ეს არის - “თელავის ღვინის მარანი”  და “ვაინმენი”. გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, თელავის ღვინის მარნიდან 6 სახეობის ღვინო შეირჩა. მათ შორის აღსანიშნავია - “საფერავი კონდოლის ვენახებიდან”, “მუკუზანის”, “რქაწითელი-შარდონე”, “სატრაპეზო საფერავი”, “წინანდალი” და “ქვევრის სატრაპეზო რქაწითელი”. დასახელებულა ღვინოების მაჩვენებელი ასქულიან შკალაზე 86-დან 88 ქულით განისაზღვრა. 87 ქულა მიიღო “ვაინმენის” მიერ 2010 წელს წარმოებულმა საფერავმა.

“საუკეთესოდ გაყიდვადი ღვინოები” რეიტინგული ინტერენეტ-გამოცემის, “ღვინის ენთუზიასტის” ერთგვარი დამატებაა,  რომელიც ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს, ღვინის რეიტინგების, დაგემოვნებისა და ყველაზე გაყიდვადი ღვინოების შესახებ საინტერესო ინფორმაციას, მსოფლიო კონტექსტში სთავაზობს.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ღვინისა და კულინარიის საერთაშორისო გამოფენა–გაყიდვა – “salon del gusto” რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ნატურალური საკვებისა და სასმელის გამოფენაზე, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას შორის, ქართული ღვინითა და სამზარეულოთი საქართველოც წარსდგა. თეთრი და წითელი ღვინოები საქართველოდან „ქვევრის ღვინის ასოციაციამ“ და მეღვინეობა „ხარებამ“ წარადგინეს. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ტურინის საგამოფენო სივრცეში კავკასიური სამზარეულოს გამოფენაც გაიმართა. ამ ღონისძიების შესახებ უფრო დეტალურად სალომე აფხაზიშვილის სიუჟეტიდან გაიგებთ.

<<<<<<<<<<<< 

ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანიამ – Winester-მა ღვინის ინდუსტრიაში რევლუციური სიახლე შემოიტანა. მათ ღვინო ბოთლებისა და სხვა ტრადიციული ჭურჭლის ნაცვლად, ალუმინის ქილებში ჩამოასხეს. პირველი ღვინო, რომელიც ასეთი გზით ჩამოასხეს ფრანგულ მარანიდანაა. ეს გახლავათ – „Chateau de l’llle”. მომავალში ამ სახით ბორდოს, ბურგუნდიის, პროვანსისა, ბოჟოლესა და სხვა ღვინოების ჩამოსხმასაც გეგმავენ. კომპანიის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ამ ინოვაციას მყიდველი დიდი ენთუზიაზმით შეხვდება.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

გოგონების როკ–ჯგუფის – „პუსი რაიოტის“ წევრებთან დაკავშირებულმა ხმარუიანმა სკანდალმა გავლენა რუსული არყის ამერიკულ ბაზარზე დამკვიდრებაზეც მოახდინა. ერთ–ერთი რეიტინგული გამოცემის – „Daily News” - ის ჟურნალისტმა თავის ბლოგში, მკითხველებს რუსული არყის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. სწორედ რუსული არაყია განსაკუთრებულად პოპულაურული ამერიკულ ბაზარზე. რადიკალური და საჯარო პროტესტის მიუხედავად, რუსი ექსპერტები არ ღელავენ და მწარმოებლებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროინდელ მაგალითს ახსენებენ, როდესაც მსგავს განცხადებებს მათ გაყიდვებზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია.

                                                        <<<<<<<<<<<<<<<<<<

ახლა გეტყვით რას წაიკითხავთ “მარანის” ახალ ნომერში, რომელიც ყოველ პარასკევს, გაზეთ “24 საათის” ყოველკვირეულ დამატებასთან - “ვიქენდთან” ერთად ამოდის. გაგაცნობთ ძირითად თემებს, რომელსაც ვრცლად გაზეთში გაეცნობით. როგორ მოვუაროთ ქვევრს, გიორგი ბარისაშვილის რეკომენდაციები ქვევრის რეცხვისა და ზოგადად მარანის ჰიგიენის შესახებ, შემდეგი წლის რთველის დაგეგმვაში აუცილებლად დაგეხმარებათ. სამომავლო გეგმებთან ერთად, “მარანი” რთველისა და ყურძნის გადამუშავების თემებს არ სცილდება. ამჯერად ლევან სეფისკვერაძე “ზაოტობის” და ხილის არყის დამზადების ქართული ტრადიციების შესახებ მოგიყვებათ. კულინარიის გვერდი კი ამჯერად სვანური სამზარეულოს დაეთმო, სადაც საქართველოს ამ მართლაც უნიკალური და თვითმყოფადი კულტურის შესახებ ზოგიერთ აქამდე უცნობ დეტალს გაეცნობით.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული