Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავის ფესტივალი ნიუ იორკში

Dr. Konstantin Frank-ის მარანში საფერავის ფესტივალი უკვე მეორედ გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება Finger Lakes-ის 16-ზე მეტი მწარმოებელი საფერავითა და რქაწითელით. Chama Mama-ს რესტორანი კი ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდება სტუმრებს, ხაჭაპურით, ჩაქაფულითა და სხვა კერძებით.

Saperica-მ, რომელიც არაკომერციული კორპორაციაა, საფერავის ყოველწლიური ფესტივალი გასულ წელს დააანონსა, მისი მიზანი საფერავისა და სხვა ქართული ვაზის ჯიშების პოპულარიზაცია, მასთან ერთად კი ჩვენი გასტრონომიისა და ღვინის კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებაა. კორპორაცია სხვადასხვა ღონისძიებით ცდილობს ღვინის მოყვარულებსა და პროფესიონალებს ხელი შეუწყოს. შარშანაც ფესტივალი სწორედ ამ დროს, 14 მაისს გაიმართა და საკმაოდ კარგი გამოხმაურებაც მიიღო.

როგორც ჩანს, ამერიკელი მეღვინეებისთვის ქართული ჯიშები და ღვინო ძალიან საინტერესოა. ჯიმ ბეიკერი, Chateau Niagar Winery-ის დამფუძნებელი: “როგორც კი გავიგე ამ ფესტივალის შესახებ, მაშინვე ვთქვი, რომ ჩვენ მისი ნაწილი უნდა ვყოფილიყავით”. ფრედ ფრანკი კი, ღონისძიების მასპინძელი და dr. Konstantin Frank Winery-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ასეთი ტიპის ღონისძიება ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის ვისაც ქართული ღვინის გასინჯვა სურს: “მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მოყვანილი ერთი ვაზის ჯიშის ღვინოების დაჭაშნიკება ძალიან საინტერესო უნდა იყოს ყველა ღვინის მოყვარულთათვის”

ფესტივალი 2023 წლის 13 მაისს 12:00-დან 16:00 საათმდე გაიმართება. როგორც ორგანიზატორები გვატყობინებენ, ჩატარდება კულინარიული მასტერკლასები და სემინარები ქვევრის ტექნოლოგიისა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ. გარდა ამისა, ღვინის პროფესიონალებთან, მოყვარულებთან და ენთუზიასტებთან ერთად ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებიც იქნებიან მიწვეულნი. 

“საფერიკას” წარმომადგენლები გასულ კვირას საქართველოს ესტუმრნენ, რისი მიზანიც ქართული ღვინის, კულტურისა და გასტრონომიის კიდევ უკეთ გაცნობა იყო: “ეს პირველი ასეთი მოგზაურობა იყო საქართველოში, გვსურდა გამოცდილ ამერიკელ მეღვინეებს კიდევ უფრო უკეთ გაეცნოთ ქართული ღვინო. ჩვენი სურვილია, უფრო გაღრმავდეს და გაძლიერდეს ურთიერთობები Finger Lake-სა და საქართველოს შორის” - ვკითხულობთ Saperica-ს გვერდზე. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული