Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“ცქრიალა ღვინის ფესტივალი” შაბათს, 24 დეკემბერს გაიმართება

24 დეკემბერს, 11:00-დან “ღვინის კლუბი“ ცქრიალა ღვინის პირველ ფესტივალზე გიწვევთ. ფესტივალი „ღვინის ეროვნული სააგენტოსმხარდაჭერით გაიმართება მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“.

შაბათს, მთაწმინდაზე დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, სადაც მეღვინე-მევენახეები იქ მყოფებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. გასინჯავთ ცქრიალა ღვინის სხვადასხვა კატეგორიებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო. მთლიანობაში წარმოდგენილი იქნება 29 მარანი, ფესტივალის მნიშვნელობისა და მოლოდინების შესახებ მეღვინეობა “შუმი” გვესაუბრა: “პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ღვინოების პოპულარიზაცია. ცალსახაა ის, რომ ასეთი ტიპის ფესტივალები ცნობადობას ზრდის თითოეული ღვინის მარნისა და მათი პროდუქციის შესახებ. “ცქრიალა ღვინის” ფესტივალი კი თან თემატური, სასიამოვნო და ძალიან საინტერესო იქნება, ამასთანავე კი ჩვენი ღვინოების პოპულარიზაციაშიც დაგვეხმარება”

როგორც “კოლაგისის” მეღვინე, ნიკა ჯეირანაშვილი აღნიშნავს, პირველ რიგში, ამ კატეგორიის ღვინოების ფესტივალი პირველად იმართება, რაც კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მას: “გადავწყვიტეთ, რომ რახან პირველი ფესტივალია, მონაწილეობის მიღება ძალიან კარგი იქნებოდა, თან ცნობადობის ამაღლების კუთხითაც დაგვეხმარებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პეტ-ნატებზე ასე თუ ისე საკმაოდ კარგი მოთხოვნაა, ვიფიქრეთ, რომ შაბათს კიდევ უფრო მეტ ადამიანს ექნება საშუალება, რომ დააგემოვნოს ჩვენი ღვინოები, გაგვიცნოს, ნახოს რას და როგორ ვაწარმოებთ. საშუალება მოგვეცემა უფრო დეტალურად გავაცნოთ ადამიანებს ჩვენი პროდუქცია, ეს კი, ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა”.

“გაბრიელის ღვინოდან” კი იმედოვნებენ, რომ შაბათს უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს ცქრიალა ღვინის კატეგორიებს, რაც მათ პოპულარობასაც გაზრდის: “ეს ცქრიალა ღვინოების პირველი ფესტივალია, რაც, ბუნებრივია, გასახარი და საკმაოდ საინტერესოა. იმედი მაქვს, რომ  შედეგიანი და ნაყოფიერი იქნება ზეგინდელი დღე”. 

მთლიანობაში შაბათს, ღვინის ფესტივალზე, როგორც უკვე ვახსენეთ, 29 ღვინის მარანი მიიღებს მონაწილეობას:

ალკოჰაბი

ამოა

ბაიას ღვინო

გაბრიელის ღვინო

ზურაბ ღვალაძის მარანი

თედოს მარანი

იორა

კაპიტანი (Wet dog, Le Grand Noir)

კახური ტრადიციული მეღვინეობა

კოლაგის

ლამისყანა ისთეით

მეღვინეობა ნაგუთნები

მეღვინეობა ნეკრესი

მეღვინეობა რერო

მშვენიერაძეების მარანი

ნადელები

ჟუჟუნა

რამაზ ნიკოლაძის მარანი

სიმონეთის ღვინის მარანი

ტაბლა ნოვა

უჩა მაჭარაშვილის მარანი

უფლისციხის მამული

ურნალი

ღვინის კომპანია შუმი

შატო ატენი

ჯემ/ LTD GEM

Mtsvane Estate

Tiko Estate

Winery AMBRA

გელით 24 დეკემბერს! აღნიშნე ახალი წელი მხოლოდ საუკეთესო ცქრიალა ღვინით!

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.