მიუხედავად იმისა, რომ კლიმატურმა ცვლილებებმა გასულ წელს პრობლემა არა მხოლოდ ევროპას, არამედ მსოფლიოს სხვა ღვინის რეგიონებსაც შეუქმნა, ოფიციალური მონაცემებით ახალი ზელანდიის ექსპორტი 23%-ითაა გაზრდილი. 2023 წლის 30 ივნისამდე 12 თვეში ექსპორტმა 2,4 მლრდ. დოლარი შეადგინა, რაც ინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე სწრაფ ზრდას ნიშნავს.
კლივ ჯონსმა, New Zealand Winegrowers-ის თავმდჯომარემ თქვა, რომ ახალი ზელანდიის ღვინის ინდუსტრია ახლა ყველაზე მეტადაა ექსპორტზე ორიენტირებული მსოფლიოს სხვა ღვინის რეგიონებს შორის: “გაყიდვების დაახლოებით 90% ქვეყნის გარეთ არის, გასულ წელს ექსპორტის ღირებულების 450 მლნ. დოლარით ზრდა ნიშნავს, რომ ახალი ზელანდიური ღვინოები ძალიან მოთხოვნადია, განსაკუთრებით კი სოვინიონ ბლანი. ჩვენი უნიკალური ღვინოების ქვეყანაში და განსაკუთრებით კი მის ფარგლევს გარეთ გაყიდვა ნამდვილად ძალიან ეხმარება ახალი ზელანდის, როგორც ტოპ მწარმოებლის, რეპუტაციას”.
ექსპორტი მოცულობით 19%-ითაა გარდილი, ღირებულებით კი რიცხვი 23%-ს შეადგენს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღვინის მოყვარულები მზად არიან საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადონ პრემიუმ ხარისხის ახალი ზელანდიური ღვინოებისთვის. ქვეყნის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად შეერთებული შტატები რჩება, რადგან იქ გაყიდვები 25%-ით გაიზარდა. როგორც პროგნოზირებენ, გასულ წელს $870 მლნ. მომავალი ერთი წლის განმავლობაში სავარაუდოდ მილიარდ დოლარს შეადგენს.
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ დიდ ბრიტანეთსა და ახალ ზელანდიას შორის ახალი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დაიდო, რომელიც ღვინის გადაზიდვისას ტექნიკურ ბარიერებსაც მოხსნის, მეღვინეები იმედოვნებენ, რომ მსგავსი შეთანხმება ევროკავშირთანაც 2024 წლის დასაწყისი შევა ძალაში. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქვეყნის მთლიანი მოსავალი 2023 წელს წინა წელთან შედარებით 6%-ით შემცირდა ძირითადად ციკლონი Gabrielle-ის გამო. Gosborne-ში წარმოება იგივე მიზეზით 43%-ით შემცირდა წლიურად, დაზარალდა ჰოუკის ყურეც: “კლიმატის ცვლილება აშკარად ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, რომელმაც ჩვენს ღვინის სექტორს შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას“, აღნიშნავს ჯონსი, რომელმაც დასძინა, რომ ვაზის ყვავილობა და მოსავალი ყოველწლიურად უფრო და უფრო ადრე ხდება.
კლიმატის ცვლილება, როგორც Decanter-ში ვკითხულობთ, საფრთხეს უქმნის ახალი ზელანდიის ღვინოების გამორჩეულ გემურ თვისებებსა და არომატებს. ეს კი სწორედ ის მახასიათებლებია, რამაც განაპირობა ახალზელანდიური ღვინოების წარმატება საექსპორტო ბაზრებზე. ამ პრობლების გადასაჭრელად მეღვინეები ვენახის გაშენების სისტემებს იკვლევენ, რათა გაზარდონ პროდუქტიულობა და კლიმატის ცვლილებებს უფრო მედგრად დახვდნენ. ინფლაცია კიდევ ერთი პრობლემაა ახალ ზელანდიაში, ამასთანავე კი წყლის ხარჯების ზრდა, ამიტომ ინდუსტრია ბევრი დაბრკოლების წინაშე დგას.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ტურიზმის სექტორი უფრო და უფრო წინ იწევს, რაც მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ბევრ მცირე ღვინის საწარმოს, რომლებიც დიდწილად სტუმრებზე არიან დამოკიდებული. შემცირდა შრომის დეფიციტიც, რომელმაც ინდუსტრიას Covid-19 პანდემიის დროს საკმაოდ დიდი საფრთხე შეუქმნა. ახალზელანდიელი მეღვინე/მევენახეები დარწმუნებულნი არიან, რომ ასეთი ტემპით გაყიდვები სულ მცირე მომდევნო ათი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და საბოლოოდ უფრო მდგრადი ღვინის ინდუსტრიის ჩამოყალიბებასაც.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი