Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბორდოს ვენახები დაისეტყვა

სექტემბრის გაუარესებულმა ამინდებმა - ქარმა, წვიმამ და სეტყვამ სერიოზული ზარალი მიაყენა ბორდოს ვენახებს. განსაკუთრებით დაზარალდნენ Chateau Cos d'Estournel, Pessac Leognan, Grezillac in Entre-Deux-Mers, Saint Andre de Cubzac-სა და Cos Labory-ს მამულები, ხოლო Saint Estephe-სა დაPauillac-ის აპელასიონებში, საერთო ჯამში, დაახლოებით 900 ჰექტარზე გაშენებული ვენახი დაისეტყვა. Cos Labory-ს მამულის მფლობელმა და აპელასიონ Saint Estephe-ს პრეზიდენტმა ბერნარ ოდომ განაცხადა, რომ აქამდე არასოდეს დამდგარა ასეთი ფაქტის, ბუნებისგან მიყენებული ამგვარი ზარალის წინაშე. მამულ Cos d'Estournel-ის მფლობელის, ანდრე ლურტონის თქმით, სტიქიამ მისი 300 ჰექტარზე გაშენებული ვენახის 20 ჰექტარი დააზარალა. ბორდოს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კონსულტანტმა ოლივიე დოგამ შექმნილი სიტუაცია ასე შეაფასა: ,,ამ ინციდენტის საბოლოო შედეგებზე საუბარი წინასწარ ძნელია, თუმცა, როგორც ჩანს, მოსავლის აღება ნაადრევად მოგვიწევს, რადგან ყურძნის უმეტესობა ისე დაისეტყვა, რომ შესაძლოა დალპეს. ამას კი ხელს შეუწყობს ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირებული თბილი ამინდებიც.” სექტემბრის ავდრებამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ წლევანდელი მოსავალი გასული წლისაზე 5-10%-ით მეტი იქნებოდა, თუმცა, იმედს მაინც არ კარგავენ და ამბობენ, რომ პანიკაში ჩავარდნა არ ღირს - გადარჩენილი მოსავალი უმაღლესი ხარისხისაა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.