Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღვინის სასწავლებლები

დღესდღეობით მსოფლიოში არაერთი მნიშვნელოვანი სკოლა და უნივერსიტეტია, სადაც ვაზის გაშენებისა და ღვინის დაყენების საქმეს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უძღვებიან. თანამედროვე ტიპის სასწავლებლებში ღვინის წარმოებასთან ერთად ამ ბიზნესის მართვა და მარკეტინგიც ისწავლება, იმდენად, რამდენადაც ღვინის გაყიდვა და გასაღების ბაზრის მოძიება დღევანდელ სამყაროში მის წარმოებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. 
მსოფლიოში არსებულ ღვინის სასწავლებლებს შორის არჩევანი დიდია, თუმცა მათგან საუკეთესოთა შერჩევა იოლი საქმე ნამდვილად არ არის. ცოტა ხნის წინ ცნობილმა ჟურნალმა Simple Wine News-მა სწორედ ასეთი "ჰოგვართსების" ჩამონათვალი გამოაქვეყნა: 
 
I. ვიქტორ სეგალენის უნივერსიტეტი ბორდო-2 (საფრანგეთი)
 
ინსტიტუტის ენოლოგიის ფაკულტეტი 1880 წელს დაარსდა.
კურსზე 800-მდე სტუდენტი სწავლობს.
სწავლის ღირებულება: 700-დან 5 ათას ევრომდე წელიწადში.
ხანგრძლივობა: 1-დან 3 წლამდე.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ემილ პეინო, დენი დიუბურდიე, პასკალ რიბერო-გაიონი, ტელმო როდრიგესი, ფილიპ გიგალი.
ფაქტები: უნივერსიტეტს 73 კაცზე გათვლილი, უახლესი დანადგარებით აღჭურვილი სპეციალური სადეგუსტაციო ოთახი-ლაბორატორია გააჩნია.
 
II. ბურგუნდიის ბიზნესის სკოლასთან არსებული ღვინის მართვის უნივერსიტეტი დიჟონში (საფრანგეთი)
 
დაარსებულია 2009 წელს.
წელიწადში უშვებს 400 კურსდამთავრებულს.
სწავლის ღირებულება: 11 ათასი ევრო (პროგრამა Master in Wine Business).
ხანგრძლივობა: საშუალოდ 2 წელი.
ცნობილი კურსდამთავრებულები: მიგელ ტორესი, დომინიკ ლაფონი  (Domaine des Comtes Lafon).
ფაქტები: კურსდამთავრებულთა 40% ღვინის ექსპორტს აწარმოებს, 20% მმართველისა და მენეჯერის თანამდებობა უჭირავს, 20% - მარკეტინგითა და გაყიდვებითაა დაკავებული, 20%-ს კი ბაიერები შეადგენენ.
 
III. ღვინის უნივერსიტეტი სიუზ-ლა-რუსი (საფრანგეთი)
 
დაარსებულია 1978 წელს.
ყოველწლიურად 150-მდე კურსდამთავრებული ჰყავს.
სწავლის ღირებულება: 100-დან (ხანმოკლე კურსი) 5 ათას ევრომდე. 
ხანგრძლივობა: წელიწადნახევრიდან 3 წლამდე.
კვალიფიკაცია:  Sommelier-Conseil, Caviste. 
ფაქტები: უნივერსიტეტში მოქმედებს ხუთი პროგრამა მაგისტრის ხარისხის და ხუთი - ღვინოსა და მეღვინეობაში საფუძვლიანი განათლების მისაღებად.
 
IV. აკადემია SupAgro. მონპელიე (საფრანგეთი)
 
დაარსებულია 2007 წელს.
ყოველწლიურად ჰყავს 1400 კურსდამთავრებული.
სწავლის ღირებულება: 500-დან 20 ათას ევრომდე. 
ხანგრძლივობა: ნახევარი წლიდან 4 წლამდე. 
ცნობილი კურსდამთავრებულები: ბრუნო პრატსი, ჟან-ბატისტ ლეკაიონი (ენოლოგი Louis Roederer).F
ფაქტები: აკადემია აერთიანებს 4 მსხვილ დაწესებულებას, რომლებიც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ენოლოგიისა და აგრონომიის სფეროში მიიღონ განათლება.
ბორდოს სკოლის გარდა მხოლოდ აქ არის შესაძლებელი Vinifera-ს ხარისხის მიღება.
 
V. მეღვინეობის უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი გაიზენჰაიმში (გერმანია)
 
დაარსებულია 1872 წელს.
ყოველწლიურად დაახლოებით 1100 სტუდენტს უშვებს.
სწავლის ღირებულება: წელიწადში 1-დან 10 ათას ევრომდე.
ხანგრძლივობა: 1-დან 3 წლამდე.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ვილჰელმ ვაილი, ჰელმუტ ბეკერი.
ფაქტები: უნივერსიტეტს აქვს საკუთარი მარანი და ორი ვენახი, სადაც 23 მარკის ღვინოს (ვარდისფერისა და ცქრიალას ჩათვლით) და 6 ხილის ბრენდის აწარმოებენ.
 
VI. ავსტრიის ღვინის აკადემია (რუსტი, ავსტრია)
 
დაარსებულია 1991 წელს.
კურსდამთავრებულთა რაოდენობა წელიწადში 1000-ია.
სწავლის ღირებულება: საბაზო კურსი - 1265 ევრო, რთული - 4900 ევრომდე.
ხანგრძლივობა: ერთი კვირიდან 5 წლამდე. 
ფაქტები: წლის განმავლობაში კითხულობენ 20 ათასამდე ლექციას. გამოცდის შედეგების მიხედვით სტუდენტებს ენიჭებათ WeinAkademiker- ის კვალიფიკაცია. დღესდღეობით მათი რიცხვი 13 სხვადასხვა ქვეყანაში 304-ია. აკადემიის დირექტორი გახლავთ ერთადერთი MW ავსტრიაში - დოქტორი იოზეფ შულერი. 
 
VII. სამეფო სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი (დიდი ბრიტანეთი)
 
დაარსებულია 1845 წელს.
წელიწადში 900-მდე სტუდენტს უშვებს.
სწავლის ღირებულება Wine MBA პროგრამით - 7 ათას ფუნტამდე წელიწადში.
ხანგრძლივობა: 1 წელი.
ფაქტები: ერთ-ერთი სამი სასწავლო დაწესებულებიდან, სადაც Wine MBA-ს მიღება შეიძლება. 
პირველი სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი ინგლისში საკუთარი  ფერმით, სადაც ორგანიკისა და ბიოდინამიკის პრინციპით მუშაობენ.
 
VIII. ღვინის მაგისტრების ინსტიტუტი  (IMoW)( (დიდი ბრიტანეთი)
 
დაარსებულია 1953 წელს.
გამოშვებული ჰყავს ღვინის 297 დიდოსტატი მსოფლიო მასშტაბით.
სწავლის ღირებულება: 10 ათას ფუნტამდე წელიწადში.
ხანგრძლივობა: მინიმუმ 3 წელი.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ტიმ ატკინი, ჟერარ ბასეტი, მაიკლ ბროდბენტი, ჯენსის რობინსონი, სერენა სატკლიფი, ჯინნი ჩო ლი. 
ფაქტები: ჩაბარებისთვის აუცილებელია WSET-ის დიპლომი ან ხარისხი ენოლოგიაში და 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება. პირველმა ქალმა MW წოდება 1970 წელს მიიღო, სასწავლებლის გახსნიდან 23 წლის შემდეგ; პირველი არაბრიტანელი MW  1988 წელს გახდა. 
 
IX. Wine and Spirit Education Trust (დიდი ბრიტანეთი)
 
დაარსებულია 1969 წელს.
წელიწადში უშვებს 35 500 სტუდენტს.
სწავლის ღირებულება: 25 ფუნტიდან (Advanced დონე) 3500 ფუნტამდე (WSET დიპლომი).
ხანგრძლივობა: ერთი თვიდან 3-4 წლამდე.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ჯენსის რობინსონი, სიუზან მაკკრეტი.
ფაქტები: მსოფლიო მასშტაბით არსებულ 500 ცენტრში სწავლა 15 ენაზე მიმდინარეობს. ესენია: ჩინური, ჰოლანდიური, ფინური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, უნგრული, იაპონური, კორეული, პორტუგალიური, რუსული, სლოვენიური, ესპანური, თურქული და ინგლისური.
 
X. დევისის უნივერსიტეტის მევენახეობისა და ენოლოგიის ფაკულტეტი (კალიფორნია, აშშ)
 
დაარსებულია 1935 წელს.
ყოველწლიურად უშვებს 500-700 სტუდენტს.
სწავლის საფასური: წელიწადში 20-დან 40 ათას დოლარამდე.
ხანგრძლივობა: 2 წელი.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ტიმ მონდავი, ჯინა გალო, დევიდ ლეიკი, ალბერტო ანტონინი, ჟან-ლუი შავ-უმცროსი.
ფაქტები: უნივერსიტეტს აქვს 120 აკრზე გადაჭიმული საკუთარი ვენახი და სარდაფი, სადაც 70 ათასი ბოთლი ეტევა. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე 5 მარანია. ყოველწლიურად უცხოელი სტუდენტებისთვის გასცემენ 500 სტიპენდიას.
 
XI. სტელენბოშის (სამხრეთ აფრიკა) უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. მევენახეობისა და ენოლოგიის განყოფილება.
 
დაარსებულია 1887 წელს.
ყოველწლიურად ჰყავს 1500-ზე მეტი სტუდენტი. 
სწავლის ღირებულება: წელიწადში 3-დან 5 ათას დოლარამდე.
ხანგრძლივობა: მინიმუმ 1 წელი.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ჩარლზ ბეკი (Fairview), Kევინ არნოლდი (Waterford Estate), კრეგ ჰოუკინსი (Lammershoek).
ფაქტები: სამხრეთ აფრიკაში ერთადერთი სასწავლებელი, რომელიც მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროში მაგისტრებს და ბაკალავრებს უშვებს. აქვს საკუთარი სასწავლო და კომერციული მარანი და ექსპერიმენტული სარდაფი.
 
XII. კეიპის ღვინის აკადემია (სამხრეთ აფრიკა), მდებარეობს იოჰანესბურგში.
 
დაარსებულია 1979 წელს.
ყოველწლიურად ჰყავს 200-დან 500-მდე კურსდამთავრებული. 
სწავლის ღირებულება: 140-დან 2 ათას დოლარამდე.
ხანგრძლივობა: 1 წელი.
ფაქტები: სასწავლო პროცესი 7 კურსისგან შედგება და მოიცავს სხვადასხვა დონეს: მოყვარულიდან საკმაოდ პრესტიჟულ დიპლომებამდე. 2012 წელს უმაღლესი ხარისხის  Diploma Wine Qualification ექვსმა კაცმა მიიღო. სწავლება მეტწილად ბრენდის ეძღვნება, განსაკუთრებით იმ სახეობებს, რომელთაც სამხრეთ აფრიკაში აწარმოებენ. 
 
XIII. ადელაიდის უნივერსიტეტი (ავსტრალია)
 
სოფლის მეურნეობის, კვებისა და ღვინის სკოლა 2003 წელს დაარსდა და 1375 სტუდენტს ითვლის.
სწავლის ღირებულება: წელიწადში 28-დან 30 ათას დოლარამდე. 
ხანგრძლივობა: მინიმუმ 1 წელი.
ცნობილი კურსდამთავრებულები: სტივენ ჩამბერსი (Chambers Rosewood), დევიდ პაუელი (Torbreck), პიტერ კაგო (Penfold’s- ის მეღვინე), დავიდ გიმარაენში (Taylor Fladgate-ისა და Fonseca-ს ხელმძღვანელი), დარენ დე ბორტოლი. 
ფაქტები: სკოლას აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი სასწავლო საწარმო.
 
XIV. ჩარლზ სტურტის სახელობის უნივერსიტეტი (ავსტრალია). მდებარეობს სიდნეიში
 
დაარსებულია 1989 წელს.
წელიწადში უშვებს 1000 სტუდენტამდე  Agricultural & Wine Sciences-ის სპეციალობით.
სწავლის ღირებულება: 20 ათას დოლარამდე წელიწადში.
ხანგრძლივობა: მინიმუმ 1 წელი.
ცნობილი კურსდამთავრებულები: ჯონ ვორონჩაკი, კლაივ ჯონსი (Nautilus Estate), ჯონ კოუკლინი (De Bortoli).
ფაქტები: უნივერსიტეტში წარმოებული ღვინო CSU Merlot 2009 ავსტრალიის საუკეთესო ბუტიკის ღვინოდ აღიარეს.
 
მოამზადა ნანა კობაიძემ
 
© ღვინის კლუბი/Weekend


ჩვენთან აგრარულში რა დონეზე ასწავლიან თუ იცით? სიბერეში რო გაგიჟდეს კაცი და წავიდეს მანდ აზრი ექნება ნეტავ?


ra kargia chemnairi rom vnaxe?!pasuxi,rom ar gagvces?? :):):):)


3 დღე ველოდებოდი, იმედი მქონდა ვინმე შემოვიდოდა აგრარულიდან და გაგცემდათ პასუხს :)) ჯერ კიდევ მაქვს იმედი :) მე ვერაფერს გიპასუხებთ, არ ვიც რას და როგორ ასწავლიან აგრარულში :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული