Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ვაზის ჯიშები - მოძიება, დაცვა და შესწავლა

31 იანვარს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების დარბაზში მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის ვაზისა და ხეხილის გენოფონდის კვლევისა და გენეტიკა-სელექციის განყოფილების ხელმძღვანელმა, დათო მაღრაძემ სპეციალურად ღვინის კლუბისთვის წარმოადგინა მოხსენება: „ქართული ვაზის ჯიშები – მოძიება, დაცვა და შესწავლა“.
ლექცია მოიცავდა ინფორმაციას ვაზის ბიომრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების შესახებ. ითქვა, რომ ზოგადად, მცენარეთა და კონკრეტულად – ვაზის გენთა ნაკრებს, საკვები თუ ფარმაცევტული თვალსაზრისით, საკაცობრიო ღირებულება აქვს. აუცილებელია შემორჩენილი ჯიშების მოძიება და მათი გაშენება სამეცნიერო კოლექციებში.
დათო მაღრაძემ ისაუბრა ვაზის ჯიშების საკოლექციო ვენახების გაშენების სპეციფიკაზე და საქართველოში თუ უცხოეთში არსებულ საკოლექციო ვენახებზე. მისი თქმით, მისასალმებელია, რომ 21-ე საუკუნეში საკოლექციო ვენახებს კერძო კომპანიებიც აშენებენ. ამ გზით, უფრო შედეგიანია ვაზის ქართული ჯიშების დაცვა.
„ქართული ვაზის ჯიშებისთვის კატასტროფის ტოლფასი იყო 90-იანი წლები, როცა საკოლექციო ვენახებს განადგურების საფრთხე დაემუქრა. მძიმე ეკონომიურმა ვითარებამ და კოლექციების მოუვლელობამ შეამცირა საკოლექციო ვენახების საექსპლოატაციო ვადა და ხელი შეუწყო ჯიშების ამოვარდნის პროცესს. ამ წლებმა შეიწირა აფხაზეთში გუდაუთის საკოლექციო ვენახი, სადაც ვაზის 800 ნიმუში იყო დაცული“, – აღნიშნა დათო მაღრაძემ.
მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახებში ამჟამად დაცულია 350-მდე ვაზის ქართული ჯიში. ჯიშები ასევე დაცულია საგურამოში (ჯიღაურა) „ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრის“, ყვარელში „ქინძმარაულის მარნისა“ და წინანდალში „შუმის“ კერძო კოლექციებში. საერთო ჯამში, სავარაუდოდ, 400-ზე მეტი ჯიშია დაცული, რომელთა აპრობაციისა და იდენტიფიკაციის პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის ყველაზე ავტორიტეტულმა მეცნიერებმა ნიკო კეცხოველმა, მაქსიმე რამიშვილმა და დიმიტრი ტაბიძემ ვაზის 525-მდე ქართული ჯიშის სია შეადგინეს. დღეისათვის მეცნიერთა და ენთუზიასტთა ამოცანაა, ყველა ეს ჯიში გაშენდეს საკოლექციო და კერძო ვენახებში. ამავე დროს, უნდა გაგრძელდეს ძიება სხვა ჯიშების აღმოჩენის მიზნით. როგორც საერთაშორისო, ისე ქართული გამოცდილება აჩვენებს, რომ ძიებას კიდევ აქვს აზრი.
© ღვინის კლუბიvinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.