Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Bacardi-ს150 წლის იუბილე

საყოველთაოდ აღიარებული ბრენდი Bacardi150 წლის იუბილეს აღნიშნავს. კომპანიის მესვეურები ამ თარიღთან დაკავშირებით მსოფლიო მასშტაბით უამრავი საინტერესო ღონისძიების გამართვას, მათ შორის, უნიკალური სასმელის ჩამოსხმას გეგმავენ. იუბილეს აღსანიშნავი პირველი წვეულება 28 იანვარს გერმანიაში, 1 თებერვალს კი კანადაში გაიმართა. 4 თებერვალს იუბილე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლათინურ ამერიკაში, ევროპასა და აზიაში აღინიშნება. საზეიმოდ კი Bacardi-ს ნამდვილად აქვს საქმე - 1862 წლიდან, ანუ კომპანიის დაფუძნებიდან მოყოლებული, Bacardi-ს რომის გამოყენებით 365 მილიარდი კოქტეილია მომზადებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კომპანია იუბილესთან დაკავშირებით სასმელის ჩამოსხმასაც გეგმავს. ეს არის უნიკალური, ლიმიტირებული სერიის რომი Ron Bacardi de Maestros de Ron,რომლის შექმნაში მონაწილეობაც კომპანიის რვა სახელგანთქმულმა ოსტატმა მიიღო. მუხის კასრებში 20 წლის დაძველებული რომის საუკეთესო სახეობების კუპაჟის შედეგად მიღებული სასმელი 500 მილიგრამიან ბროლის ბოთლებში, სულ 400 ცალია ჩამოსხმული და ერთი ასეთი ბოთლი რომი 2 ათასი დოლარი ღირს. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული