Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Savored Journeys-ის რჩეული მარნები საქართველოში

Savored Journey-ზე ხშირად შეხვდებით ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ღვინის რეგიონების შესახებ რეკომენდაციებს, ინფორმაციებსა და ავტორების რჩეულ ღვინოებს. სულ რამდენიმე დღის წინ კი მკითხველს ქართული მარნების მონახულება ურჩიეს და რჩეული მარნებიც გაუზიარეს.

ორგო  და Vita Vinea - ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მეღვინის, გოგი დაქიშვილის მარანში 100% ქვევრის ღვინოს აწარმოებენ. “ორგოში” აწარმოებენ რქაწითელს, ცოლიკოურს, ქისს, მწვანე კახურსა და ძალიან არომატულ საფერავს, რომელთა დასაყენებლადაც 50 წელზე ასაკოვან ვაზებს იყენებენ: “მათი ღვინოები ერთ-ერთი საუკუეთესოა, რაც საქართველოში გაგვისინჯავს” - ვკითხულობთ სტატიაში.  ავტორი Vita Vinea-ზეც წერს: “ვიტა ვინეა გოგი დაქიშვილის ვაჟის მეღვინეობაა და აქ ოჯახის სამი თაობა ერთიანი ძალებით მუშაობს. ამ მარნის ღვინოების გასინჯვისას ნამდვილად ჩანს დიდი გამოცდილება, რომელსაც ღვინის დასაყენებლად იყენებენ. რქაწითელს, ქისსა და საფერავს მხოლოდ საკუთარ მარანში მოყვანილი ვაზით წურავენ”. 

მარანი “მილორაული” - აქ 2015 წელს დაიწყეს ღვინის გაყიდვა, ახლა კი სანდრო და თამარ მილორავა ყოველ წელს ახალ-ახალ ღვინის სახეობას წურავენ და ქვევრში ავარგებენ. საფერავს, ქისს, შირაზს და ასევე მონტეპულჩიანოს: “გაგიბართლებს, თუ ისეთ ადგილას აღმოჩნდები, სადაც არაჩვეულებრივ ღვინოს აწარმოებენ და სტუმართმასპინძლობაც შესანიშნავი აქვთ. სწორედ ასეთი ადგილია “მილორაული”. თამარ და სანდრო მილორავებმა სახლში შეგვიპატიჟეს და ჩვენც მაშინვე აღმოვაჩინეთ მათი დიდი ინტერესი ღვინის მიმართ. რქაწითელში მიწისა და ხილის მრავალფეროვან არომატებს იგრძნობთ, მონტეპულჩიანოს დაგემოვნებისას კი ჟოლოსა და ალუბლის ნოტები ამოვიცანით. შირაზმა პინო ნუარი მოგვაგონა, ყველა ღვინოს თავისი ისტორია აქვს და სწორედ ესაა შესანიშნავი.”- წერს ავტორი. 

მოსმიერში” ღვინის დაყენება 2015 წელს ევროპული სტილის ღვინოებით დაიწყეს, 2017 წელს კი მზარდი მოთხოვნის გამო ქვევრის ღვინის წარმოებაც დაამატეს. ახლა წელიწადში 100 000-მდე ღვინოს აწარმოებენ: “ჩვენი რჩეულია საფერავი როზე, რომელიც არა მხოლოდ საოცარი ღვინოა, არამედ სავსეა ენერგიით, არომატებითა და ყველაფრით, რაც როზეს უნდა ახასიათებდეს. გირჩევთ მშრალ თეთრ წინანდალს, კახურ ქარვისფერ ღვინოსაც და საფერავსაც” 

“ხოხბის ცრემლები”, როგორც ჩანს, პირველი მარანი იყო, სადაც ავტორებმა პირველად გასინჯეს ქარვისფერი ღვინო: “საკმაოდ დიდი მოლოდინები გვქონდა, სწორედ ის აღმოჩნდა, რასაც ველოდით.” “ხოხბის ცრემლები” სიღნაღში მდებარეობს და ის 2007 წელს ჯონ ვუდერმენმა და გელა პატალიშვილმა დააფუძნეს. აწარმოებენ მწვანეს, რქაწითელს, საფერავსა და ჭაჭას. 

გოგი დვალიშვილის მარანში” ღვინოს  2001 წლიდან აყენებენ, თავდაპირველად მხოლოდ მეგობრებისა და ოჯახისთვის იყო, შემდეგ კი წარმოება უფრო გაფართოვდა. ახლა თაფლსაც აწარმოებენ: “მან აღმოაჩინა, რომ ფუტკარი ვაზის დამტვერვასა და მოსავლიანობის ზრდას უწყობს ხელს, გარდა ამისა, თაფლს ცქრიალა ღვინისთვისა და ჭაჭისთვისაც იყენებს. ღვინო იმდენად მოგვეწონა, სახლში წასაღებად შევიძინეთ კიდეც და ნამდვილად ძალიან ვისიამოვნეთ”

ორ მარანს” შამპანის რეგიონის მეღვინე ბასტიენი და მისი მეუღლე ნინო უძღვებიან. ყურადღებაც, გასაკვირი არაა, რომ ცქრიალა ღვინოზე აქვთ გამახვილებული. ღვინოს ავარგებენ როგორც ქვევრებში, ისევე ფრანგულ მუხის კასრებში. იყენებენ იმერულ და შიდა ქართლის ვაზებს, რომლებიც ძალიან უხდება ცქრიალა ღვინოს. ავტორი მკითხველს მათ მშრალ როზესაც ურჩევს - Pink Revolution-ს - რომელიც ალადასტურის, ციცქასა და ჩინურის კუპაჟია: “ღვინო ქვევრშიც დავარგდა და კასრშიც, რაც მას საინტერესო ტექსტურას სძენს. ვფიქრობ, ეს კარგი მიზეზია იმისთვის, რომ ამ მარანს ესტუმროთ” - ვკითხულობთ სტატიაში, რომელსაც Savored Journey-ის გვერდზე გაეცნობით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული