Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალი 2017 -ში მონაწილე საოჯახო მარნები - დეგუსტაციის შედეგები ცნობილია

13 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი ჩატარდება, მთაწმინდის პარკში. 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მეღვინეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2016 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ღვინის დღესასწაულში და იგემონ საუკეთესო ღვინოები.

2017 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებს 113 კომპანია - დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, 100 საოჯახო მარანი, ასოციაციები, სახელმწიფო ორგანიზაციები, ღვინის ბარები და მცირე მეწარმეები.

ახალი ღვინის ფესტივალი 2017-ში მონაწილე საოჯახო მარნების ღვინოები ღვინის კლუბში  სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა.

ახალი ღვინის ფესტივალის მონაწილეობის პირობების თანახმად, საოჯახო მარნებმა სადეგუსტაციო ნიმუშები (2 ბოთლი ღვინო, მინაში ჩამოსხმული), თანდართული ანკეტით, წარმოადგინეს ღვინის კლუბში, (2017 წლის 3 მარტი - 13 აპრილი).

ყველაზე მეტი დასახელების ღვინო შემოვიდა კახეთიდან. წელს განსაკუთრებით იმერეთი გამოირჩეოდა ღვინის სიუხვით, ასევე აქტიურობდა ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, გურია, მესხეთი, აჭარა.

დეგუსტაცია ექვს ეტაპად ჩატარდა. ღვინოები დაჯგუფდა რეგიონების მიხედვით, თეთრი, ვარდისფერი, ქარვისფერი, წითლები. სადეგუსტაციო კომისია - ღვინის ექსპერტები და მეღვინეები - 5-5 კაციან ჯგუფებად შედგა. სულ გაისინჯა 291 ღვინო, აქედან მონაცემთა შეჯერების შედეგად, ქულების მიხედვით (10 ბალიანი შეფასების სისტემით), საფესტივალოდ შეირჩა 100 საოჯახო მარნის 131 ღვინო.

დეგუსტაციის შედეგად 291 ღვინიდან, ახალი ღვინის ფესტივალზე წარსდგება კახეთის, ქართლის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, აჭარის, მესხეთის 100 მეღვინის მიერ დაწურული 131 ღვინო: კახეთიდან რქაწითელი და საფერავი ჭარბობდა, მაგრამ სხვა ჯიშებიც ფართოდ იყო წარმოდგენილი – მწვანე კახური, ქისი, ხიხვი, ჟღია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაყენებული თავკვერი, ჩინური, ალექსანდროული, მუჯურეთული, ცოლიკოური, ციცქა, ოჯალეში, ოცხანური საფერე, უსახელოური, ჩხავერი, კრახუნა, ჯანი და სხვა. სადეგუსტაციო კომისიის ყველაზე მაღალი შეფასება რაჭიდან წარმოდგენილმა ნიმუშებმა დაიმსახურა.  გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იყო შემოსული ღვინოების ხარისხი. ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდა მეღვინეების და ქალების აქტიურობა, რომლებმაც საკუთარი ხელით დაყენებული საუკეთესო ღვინოები წარმოადგინეს.

13 მაისს ახალი ღვინის ფესტივალზე გელოდებათ 100 საოჯახო მარანი:

1. კოოპერატივი "მეღვინეობა კიცხი"                    

ხარაგაული, სოფ. კიცხი

ღვინო: ციცქა (ქვევრის)

ციცქა

2. შ.პ.ს. იმერული ღვინის სახლი

თერჯოლა   

ღვინო: კრახუნა

ოცხანური საფერე 

3. ღამბაშიძის მარანი

ბაღდათი, სოფ. დიმი       

ღვინო: კრახუნა, ცოლიკოური, ოჯალეში        

4. დევების მარანი

ჭიათურა, სოფ, პერევისი

ღვინო: ციცქა-ცოლიკოური, ძელშავი                        

5. ლაშა გურულის საოჯახო მარანი "ენკენი"

თერჯოლა, სოფ. ახალთერჯოლა

ღვინო: ციცქა ცოლიკოური          

6. კოტე ქავთარაძე

თერჯოლა

ღვინო: ოცხანური საფერე, კრახუნა, ცოლიკოური        

7. ზურაბ რევიშვილი

ბაღდათი, სოფ. წითელხევი

ღვინო: ცოლიკოური         

8. ჯუმბერ იოსებაშვილის მარანი

ბაღდათი, სოფ. ფერსათი

ღვინო: ოცხანური საფერე, კრახუნა

9. გურნელების მარანი

ტყიბული, სოფ. გურნა

ღვინო: ცოლიკოური

10. თამაზ აშკაშიძის მარანი

თერჯოლა

ღვინო: ციცქა-ცოლიკოური

11. შ.პ.ს "ბუღა"

ზესტაფონი, სოფ. საზანო

ღვინო: ციცქა           

12. ნუცას მარანი 

ზესტაფონი. სოფელი ფუთი

ღვინო: საფერავი                     

13. ზურაბ ღვალაძის მარანი

ბაღდათი, მეორე ობჩა

ღვინო: ციცქა ცოლიკოური, ცოლიკოური        

14. ბაიას ღვინო   

ბაღდათი, მეორე ობჩა

ღვინო: ცოლიკოური ციცქა         

15. მალხაზ და ვახტანგ მშვილდაძეები

ბაღდათის მამულები

ბაღდათი

ღვინო: ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა          

16. აკაკი კვირიკაშვილი

ბაღდათი, სოფ. როხი

ღვინო: ცოლიკოური  

17. მალხაზ ბუიძე

ბაღდათი, სოფ. ფერსათი

ღვინო: ცოლიკოური

18. დავით და გივი ფახურიძეები

ბაღდათის რაიონი, სოფ. ვარციხე         

ღვინო: ცოლიკოური                    

19. მოსულიშვილის მარანი

სიღნაღი. დასახლება ხორნაბუჯი                     

ღვინო: რქაწითელი

20. მეღვინეთა კოოპერატივი "ვაქირი"

ვაქირი, ხევი

ღვინო: რქაწითელი

21. BLUIS'S WINE

თელავი, აკურა

ღვინო: მწვანე, ჟღია, ჟღია (ვარდისფერი)

22. ოქრომჭედლიშვილის მარანი

კაკაბეთი

ღვინო: საფერავი                

23. ველინო

საგარეჯო, სოფ. კაკაბეთი

ღვინო: მანავის მწვანე                  

24. Gvino

თელავი, სოფ. წინანდალი

ღვინო: რქაწითელი      

25. როსტომაანთ მარანი

კახეთი, რუისპირი

ღვინო: რქაწითელი      

26. Winomi

ახმეტა                      

ღვინო: საფერავი

27. შ.პ.არტიზენ

მელაანი       

ღვინო: რქაწითელი

28. ხვთისიაანთ მარანი

კარდანახი, ზვრები ახოები

ღვინო: რქაწითელი           

29. ზვიად ზაუტაშვილი

ყვარელი, სოფ: ალმატი

ღვინო: რქაწითელი, საფერავი

30. არტიზანი

ხაშმი 

ღვინო: საფერავი, საფერავი როზე        

31. გიორგი წვერავა

ძველი კახეთი

ლაგოდეხი   

ღვინო: საფერავი, ალადასტური, ალექსანდროული

32. შაქარაშვილის ღვინის მარანი

თელავი, სოფ. კონდოლი

ღვინო: საფერავი     

33. პაპუნას მარანი

ყვარელი

ღვინო: საფერავი

34. ბექები ვაინსი            

თელავი, ვარდისუბანი

ღვინო: ქისი   

35. "აი ვაინ"

საგარეჯო, სოფ: კაკაბეთი

ღვინო: მწვანე-მუსკატი როზე, ბიკანი, მწვანე–მუსკატი.

36. ფირცხელანების მარანი

ახმეტა. სოფ: არგოხი         

ღვინო: ქისი              

37. პაპუაშვილის მარანი

ყვარელი      

ღვინო: საფერავი    

38. ყარალაშვილის ღვინის მარანი  

ყვარელი      

ღვინო: რქაწითელი, ქისი, მწვანე, საფერავი

39. ავთანდილ სულაძე, ბუნებური

საგარეჯო. სოფ: ბადიაური

ღვინო: საფერავი, საფერავი            

40. ირაკლი ზუმბაძე

ჩალაბრიანი (chalaBriani)

თელავი. სოფ:აკურა, ჩალაბრიანი                                

ღვინო: საფერავი

41. მიხეილ დოლიძე, "კასრელი"

გურჯაანი, სოფ. ვაჩნაძიანი, "შალოაანთ ახოები"      

ღვინო: ქისი, კახური მცვივანი

42. შპს "შატო"

ვაზისუბანი

ღვინო: კახური მწვანე, რქაწითელი 80%; მწვანე 15%           

43. ოთარ ლოლაძე

საგარეჯო, სოფ. დიდი ჩაილური          

ღვინო: რქაწითელი და მუსკატური რქაწითელი

44. მერი ლომიძე

ყვარელი, ქინძმარაულის ზონა

ღვინო: საფერავი

45. ნოდარი ჭიჭაშვილი

ართანის მარანი

ართანა

ღვინო: მწვანე

46. დავით ბერულავა

Ber Cellar Company

კახეთი, სოფ. ხაშმი

ღვინო: საფერავი, გორული მწვანე-ჩინური

47. იოსებ აბდუშელიშვილის მარანი

მცხეთა                    

ღვინო: საფერავი, რქაწითელი                                    

48. წმინდა სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერი

ტიბაანი

სოფ.:ტიბაანი

ღვინო: რქაწითელი           

49. ვალერი ოსოშვილი

გურჯაანი    

ღვინო: საფერავი    

50. მიხოს ვენახები და მარანი

ყვარელი. სოფ: გავაზი      

ღვინო: რქაწითელი მწვანე

51. იმედა ჩურხაული

იყალთო       

ღვინო: რქაწითელი                                              

52. გიორგი ჯინჭველაძე

Erekle II

თელავი. სოფ: სანიორე

ღვინო: ქისი

53. ზაზა ვეფხვაძე, არმაზი

 ყვარელი, ნადოლაბარი                          

ღვინო: საფერავი 

54. ილია მჭედლიძე

სოფ. კაკაბეთი

ღვინო: კახური მწვანე, რქაწითელი      

55. ნინო დიღმელაშვილი

გურჯაანი

ღვინო: რქაწითელი

56. ომარ ბახტურიძე

თამარისის ღვინის მარანი     

მარნეული. სოფ: თამარისი

თელავი, წინანდალი        

ღვინო: საფერავი    

57. გოგიტა მჭედლიშვილი

საგარეჯო, სოფ. კაკაბეთი

ღვინო: რქაწითელი 80%; მწვანე 20%    

58. მარანი მილორაული/ Marani Milorauli

ნაფარეული, სოფ. სანავარდო

ღვინო: საფერავი    

59. გიორგი გოლეთიანის მარანი

ცაგერის რაიონი, სოფ: ორბელი

ღვინო: ცოლიკოური

60. ტიტეს მარანი

ლეჩხუმი, სოფ. ოყურეში

ღვინო: უსახელოური

61. ისიდორე უჩაძე

ცაგერი. სოფ. უცხერი

ღვინო: ცოლიკოური         

62. ამირან მეგრელი       

ცაგერი. სოფ. ორბელი

ღვინო: ოჯალეში    

63. გივი კობახიძე

რაჭა

ღვინო: რქაწითელი 80%- ჩინური 20 %, რქაწითელი

64. კერესელიძეების მარანი

ძირაგეული             

ღვინო: ალექსანდროული მუჯურეთული, რაჭული მწვანე, თეთრა, ცოლიკოური  

65. ვახტანგ ასლანიკაშვილის მარანი

ლეჩხუმი, ცაგერის რაიონი, სოფ. ოყურეში    

ღვინო: უსახელოური

66. ლომთაძის ოჯახის ღვინო

ამბროლაური, სოფ. ხვანჭკარა

ღვინო: რაჭული თეთრა, ალექსანდროული მუჯურეთული

67. დავით ლომთაძე, Winiferas

ამბროლაური. სოფ. მეორე ტოლა

ღვინო: რაჭული თეთრა                          

68. თამარ ბიჭაშვილი   

სადმელი

რაჭა. სოფ: სადმელი         

ღვინო: საფერავი

69. ხმელიძეების მარანი "ქორენიშული" 

ლეჩხუმი, სოფ. ქორენიშე

ღვინო: ცოლიკოური

70. კახა მხეიძე     

მარანი - მერიქიფე

ფაფრის მინდვრები

ღვინო: საფერავი

71. დავით გაფრინდაშვილი

ბოლნისი      

ღვინო: რქაწითელი                        

72. შატო ატენი     

გორი. სოფ. ატენი  

ღვინო: ჩინური, გორული მწვანე-ჩინური-თავკვერი-ხიდისთაური, გორული მწვანე-ჩინური-თავკვერი

73. ალექსანდრე ბერუაშვილი

ქარელი (ქვემო ხვედურეთი)

ღვინო: ჩინური

74. ავთანდილ გაბრიჭიძე        , ლუკას მარანი    

ბოლნისი

რქაწითელი

75. ოთარ რამაზაშვილი

ხიდისთავი 

ღვინო: თავკვერი, ჩინური 90%; გორული მწვანე 10%    

76. შაინის მარანი

გორი. სოფ. ატენი, ვერას ხეობა  

ჩინური და გორული მწვანე

77. არჩილ უგრეხელიძე, გიოს მარანი

ბოლნისი

ღვინო: რქაწითელი

78. ახობაძის მარანი

კასპის რაიონი, სოფ. ლამისყანა 

ღვინო: ჩინური         

79. ლევან ქუქჩიშვილი, კაკოს მარანი

ბოლნისი "ორთაშენი"

რქაწითელი 

80. ვასო რამაზაშვილის მარანი

კასპის რაიონი, სოფ. ლამისყანა

ჩინებული                           

81. Ann's Wine

 გორი, სოფ.ხიდისთავი   

ღვინო: გორული მწვანე და ჩინური

82. დაბონი/ DABONI

მუხრანი, სოფ. ძალისი

ღვინო: ჩინებული

83. თამაზ ალავიძის მარანი

ბოლნისი      

ღვინო: რქაწითელი                             

84. ჯაფარიძის მარანი

ბოლნისი      

ღვინო: რქაწითელი

85. ვახტანგ ჩაგელიშვილი

BOLNURI

ბოლნისი, სოფ. ხატისოფელი

ღვინო: თავკვერი, რქაწითელი

86. დვალიძის მარანი

ბოლნისი

ღვინო: რქაწითელი

87. გოგიჩაანთ მარანი   

ღვინო: საფერავი    

88. ნემსაძის მარანი

ბოლნისი

ღვინო: რქაწითელი

89. ტარიელ ფოცხვერაშვილი

ტაროს მარანი

ბოლნისი      

ღვინო: რქაწითელი

90. რუბაშვილების მარანი

სოფ. ძალისი

ღვინო: ჭყაპა               

91. დავით ჭავჭანიძე

რატევანი

ქვემო ქართლი, ბოლნისის რ., სოფ. რატევანი

ღვინო: საფერავი    

92. ელდარი გობეჯიშვილი, ბუბას მარანი

ბოლნისი

ღვინო: რქაწითელი

93. ჯაფარიძის მარანი

ბოლნისი      

ღვინო: რქაწითელი

94. ყურაშვილების მარანი

ბოლნისი      

ასურეთული შავი    

95. თამარ ბოლოთაევა, თამარიონი

ღვინო: რქაწითელი

96. ზვიად ქურასბედიანი

ქართული ოჯახი შპს

სოფ. ოკამი   

ღვინო: ჩინური 60%, გორული მწვანე 40%

97. გიორგი და ვაჟა დავითაძეების მარანი

ბათუმი

ღვინო: ჩხავერი

98. თეიმურაზ შარაშიძე, მარანი ბუკისციხეში

ჩოხატაური, სოფ. ბუკისციხე

ღვინო: ჯანი, ცოლიკოური

99. გია ჯამბერიძის საოჯახო მარანი

გურია, ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული

ღვინო: ცოლიკოური, ციცქა- ცოლიკოური

100. კახაბერ ასპანიძე, ფანასკერტელი

ასპინძა. სოფ. ნიჯგორი    

ღვინო: კლერტმაგარა, ჩიტისკვერცხა, კაპნისწითელი, თავკალოებისთეთრი   

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ამ მონაწილეებს თუ აქვთ მინიჭებული ფესტივალზე ადგილმდებარეობის მიხედვით ნომრები, და თუ არიან დატანილი გეგმაზე, რომ ადვილად შეიძლებოდეს მათი მოძებნა?


გამარჯობა. ვულოცავ ყველა მონაწილეს ვინც მიიღეებს ახალი ღვინის ფესტივალი 2017-ში მონაწილეობას. გთხოვთ გამარკვიოდ ვერ მოხვდა ჩემი გულით ნაშრომი და ბიო-ორგანული წესით მოყვანილ დაყენებული ღვინო ამ სიაში და თხოვნით მოგმართავთ იქნებ გამარკვიოდ რა კრიტერიუმებით იქნა დაწუნებული ჩემი ღვინო ან რა ზადი ქონდა ასეთი !? ან რაიმე გაურკვევლობას ხომ არ აქვს ადგილი. ძალიან გული დამწყდა და გამეღიმა კიდეც. კარდანახის წარაფის მიკრო ზონაში მაქვს ზვრები და ქვევრში დავაყოვნე 7 თვე. მინდა მჯეროდეს ბოლომდე პროფესიონალი დეგუსტატორების და ჟიურის წევრების. პატივისცემით ლევან ბირთველიშვილი.


გამარჯობა. ვულოცავ ყველა მონაწილეს ვინც მიიღეებს ახალი ღვინის ფესტივალი 2017-ში მონაწილეობას. გთხოვთ გამარკვიოდ ვერ მოხვდა ჩემი გულით ნაშრომი და ბიო-ორგანული წესით მოყვანილ დაყენებული ღვინო ამ სიაში და თხოვნით მოგმართავთ იქნებ გამარკვიოდ რა კრიტერიუმებით იქნა დაწუნებული ჩემი ღვინო ან რა ზადი ქონდა ასეთი !? ან რაიმე გაურკვევლობას ხომ არ აქვს ადგილი. ძალიან გული დამწყდა და გამეღიმა კიდეც. კარდანახის წარაფის მიკრო ზონაში მაქვს ზვრები და ქვევრში დავაყოვნე 7 თვე. მინდა მჯეროდეს ბოლომდე პროფესიონალი დეგუსტატორების და ჟიურის წევრების. პატივისცემით ლევან ბირთველიშვილი.


აღფრთოვანებული ვართ, წელს კიდევ ვიზეიმებთ ამ უდიდეს დღესასწაულს ჩემს საოჯახო მარანში დაყენებულ ღვინოთი. მადლობა დეგუსტატორებს, ორგანიზატორებს, ვინც მოიფიქრა და განახორციელა ქართული ღვინის ზეიმი.ეს ღონისძიება ძალიან ბევრის მომცემია მევენახეებისთვის. მადლობა ყველას.


მეგობრებო მთავარია მხარი დავუჭიროთ ყველა ღონისძიებას რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას და წარმატებას უწყობს ხელა, არ არის აუცილებელი ყველა ღვინო ფესტივალზე იყოს წარმოდგენილი (თუმცა პატიოსნად დაწურული ღვინო რაღაცნაირად უნდა აღინიშნოს მაინც) ამიტომ ყოველ წელს მიმაქ სადეგუსტაციო მასალა რადგან ფესტივალი იყოს ძლიერი და ყველა ღონისძიებაში ვიღებთ მონაწილეობას რაც მეტნაკლებად მეღვინეობას და მევენახეობას ეხება, მაინცდამაინც ობიექტურობის და პროფესიონალიზმის იმედი ნუ გვექნება ჩვენთან მხოლოდ ეხლა ყალიბდება პროფესიონალი სომელიეების და დეგუსტატორების ინსტიტუტები... ჩვენთან იშვიათად ნახავთ ადამიანს ვინც ამ სიღრმეებს წვდება, მქროლავი და არამქროლავი ეს მხოლოდ ზედაპირული შეფასებებია მოკლედ აღარ გავაგრძელებ ვიყოთ მადლიერები ვიყოთ ერთგულები და დავაფასოთ ის რაც გვაქ გვქონდეს იმედი რომ მეტი გვექნება...


აღფრთოვანებული ვართ. 13 მაისს კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ქართული ღვინის დღესასწაულს ჩემს საოჯახო მარანში დაყენებული ღვინოთი. მადლობა დეგუსტატორებს, ორგანიზატორებს, ყველას, ვინც მოიფიქრა და განახორციელა ეს დიდი საქმე.


დიდი მადლობა ორგანიზატორებს დარწმუნებული ვარ საინტერესო დღე გველოდება.ერთი რამ უნდა გთხოვოთ, გთხოვთ ჩაასწოროთ პირველი ნომერი შეცდომით წერია სოფლის სახელი, კოოპერატივი "მეღვინეობა კიცხა" უნდა იყოს კოოპერატივი "მეღვინეობა კიცხი" ხარაგაული სოფელი კიცხი.კიდევ ერთხელ მადლობა.


დიდი მადლობა ორგანიზატორებს,რომ მოგვცა შანსი გავიცნოთ და გავაცნოთ დაინტერესებულ პირებს ჩვენი პროდუქცია.აქვე მინდა გთხოვოთ გ ჩაასწოროთ პირველი ნომრის დასახელება, შეცდომით წერია სოფლის სახელი კოოპერატივი "მეღვინეობა კიცხა" უნდა იყოს კოოპერატივი "მეღვინეობა კიცხი" ხარაგაული სოფელი კიცხი.


გურულები ისევ ზარმაცობენ - სადაა ჩხავერი და ალადასტური


ყოჩაღ ბაღდათს, იმერეთში მგონი ყველაზე აქტიური რაიონი სჩანს.


97. გიორგი და ვაჟა დავითაძეების მარანი ბათუმი ღვინო: ჩხავერი. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ჩხავერი 100 კონკურსანტს შორის ერთადერთია, რომელმაც პროფესიონალ დეგუსტატორებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, ჩვენი მრავალწლიანი შრომა კვლავ დაფასდა. ვისაც სურვილია აქვს დააგემოვნოს ჩვენი ჩხავერი გელოდებით მთაწმინდის პარკში 13 მაისს ღვინის ფესტივალზე.


97. გიორგი და ვაჟა დავითაძეების მარანი ბათუმი ღვინო: ჩხავერი. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ჩხავერი 100 კონკურსანტს შორის ერთადერთია, რომელმაც პროფესიონალ დეგუსტატორებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, ჩვენი მრავალწლიანი შრომა კვლავ დაფასდა. ვისაც სურვილია აქვს დააგემოვნოს ჩვენი ჩხავერი გელოდებით მთაწმინდის პარკში 13 მაისს ღვინის ფესტივალზე.


97. გიორგი და ვაჟა დავითაძეების მარანი ბათუმი ღვინო: ჩხავერი. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ჩხავერი 100 კონკურსანტს შორის ერთადერთია, რომელმაც პროფესიონალ დეგუსტატორებისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა, ჩვენი მრავალწლიანი შრომა კვლავ დაფასდა. ვისაც სურვილია აქვს დააგემოვნოს ჩვენი ჩხავერი გელოდებით მთაწმინდის პარკში 13 მაისს ღვინის ფესტივალზე.


მოგესალმებით! მცირე უზუსტობაა გაპარული 35-ე პოზიციაზე: 35. ერეკლე ჩიგოგიძე, "აი-ვაინ", ღვინო: მწვანე-მუსკატი როზე, ბიკანი, მწვანე მუსკატი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ფესტივალის სტუმრებს და მონაწილეებს საინტერესო და სასიამოვნო დღეს ვუსურვებ!!!


ბატონო ვაჟა დავითაძე, თქვენი ღვინო არც ერთადერთია, რომელიც ამორჩეულია საუკეთესო ღვინოდ 100 ღვინოთაგან და ცნობისათვის ის არც პროფესიონალ დეგუსტატორებს გაუსინჯავთ... ზოგადად კი უნდა იცოდეთ, რომ ჩხავერი არის არა აჭარული, არამედ გურული ვაზის ჯიში და სამომავლოდ თუ თქვენს კუთხეს წარმოაჩენთ უკეთესი იქნება. ისე კი არც ტყუილი და ფუჭი ბაქიაობაა საჭირო.


გურიიდან, კერძოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან წაროდგენილი იქნება საოჯახო მარნის ღვინოები: 98. თეიმურაზ შარაშიძე, მარანი ბუკისციხეში ჩოხატაური, სოფ. ბუკისციხე ღვინო: ჯანი, ცოლიკოური 99. გია ჯამბერიძის საოჯახო მარანი გურია, ჩოხატაური, სოფ. გორაბერეჟოული ღვინო: ცოლიკოური, ციცქა- ცოლიკოური.იმედია, დააგემოვნებთ :)


გულით ვუსურვებ ახალი ღვინის ფესტივალის ყველა მონაწილეს წარმატებას და არა მარტო ფესტივალის, არამედ მსოფლიო ბაზრის ასპარეზზე გვენახოს მათი საუკეთესოდ გულით და შრომით დაყენებული ღვინოები. გაგვემარჯვოს ქართველებო!!! შრომით ყველაფერი კარგის მიღწევა შეიძლება. ვუსურვებ ყველა მონაწილეს საკუთარი ყურძნის ზვრები და შატოები რომ ქონოდეს.გენაცვალეთ მართალ გულებში და მართლად დაყენებულ ყურძნის ნაჟურში.!!!


ჯანი ერთერთი საუკეთესო ძველი ქართული ჯიშია, ერთერთია შარაშიძის ჯანი რის დასაგემოვნებლადაც ვაპირებ წამოსვლას, წარმატებები ყველას! ))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.