Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო Winexpo 2024-ზე

ელენე ცინცაძე

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-16 საერთაშორისო გამოფენა Wine Expo 2024 7-9 ივნისს გაიმართა. გამოფენაზე მისული სტუმრები გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის 200-მდე კომპანიას, მათ ღვინოს, სხვა ნაწარმსა და პროდუქტებს. გამოფენის ფარგლებში ჩატარდა Winexpo Forum-იც, სადაც ღვინის იმპორტიორებთან, ექსპერტებთან და მწარმოებლებთან შეხვედრები გაიმართა, დისკუსიის რეჟიმში კი სხვადასხვა ქვეყნის ბაზრები განიხილეს.

Georgia International Wine Award, ღვინის საერთაშორისო კონკურსი, გამოფენის ფარგლებში წელს უკვე მეთოთხმეტედ გაიმართა. 7 ქვეყნიდან ღვინის თერთმეტმა სპეციალისტმა ბრმა გასინჯვის პრინციპით WinExpo 2024-ზე წარმოდგენილი ღვინოები შეაფასეს და გამარჯვებულები გამოავლინა. winexpo 2024-ის ფარგლებში ჟიურიმ 80-მდე კომპანიის 250-ზე მეტი სხვადასხვა სტილის ღვინო გასინჯა. გაიცა  21 ოქროს მედალი, ჩამონათვალს ჩვენს წინა სტატიაში გაეცნობით.

Winexpo 2024-ზე შეხვდებოდით მცირე მარნებს, ღვინის დიდ კომპანბიებსა და მწარმოებლებს. გიორგი კუკულავა Vineyard Dolidze-დან აღნიშნავს, რომ ამ გამოფენაზე მონაწილეობის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან horeca-ს წარმომადგენლებს ხვდებიან: “ახალი კომპანია ვართ, რომელიც განვითარების გზაზეა და შესაბამისად მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უცხოელ დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს ვხვდებით, სამომავლო კავშირებს ვამყარებთ და გეგმებს ვისახავთ.” - წარმოდგენილი ჰქონდათ გურული ღვინოები: “აქცენტს გურულ ჯიშებზე ვაკეთებთ, თუმცა რამდენიმე იმერული ჯიშიც გვაქვს წარმოდგენილი. გვაქვს ოცხანური საფერე, იმერული ჯიშების კუპაჟები წლებისა და დაძველების მიხედვით. კრახუნა, ცოლიკოური, ციცქა, თუმცა ყველაზე დიდი ინტერესი რეგიონიდან გამომდინარე მაინც ჩხავერზეა”. 

Winexpo-ზე დიდ მეღვინეობებსაც შეხვდებოდით და კომპანიებს, რომლებიც უკვე წლებია გამოფენის ერთგული მონაწილეები არიან. წელს “თბილღვინომ” მეთექვსმეტედ მიიღო მონაწილეობა “ვაინექსპოზე”: მარიამ ლეკიშვილი, თბილღვინოს წარმომადგენელი და ჰორეკა მენეჯერი გვიყვება, რომ დღეს ძირითადად ახალი მოსავლისა და კონცეფციის ღვინოები ჰქონდათ წარმოდგენილი: “გვაქვს ქვევრის ღვინო, გვანსაკუთრებული მარაგის ღვინოები. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს იშვიათი ჯიშები, მაგალითად, მცვივანი და განსაკუთრებული მარაგები, რომლებიც იშვიათად გვაქვს ხოლმე წარმოდგენილი გამოფენებზე. უცხოელები კი კონკრეტული ღვინოების გასასინჯად მოდიან, საქართველოს შესახებ კარგად იციან, თუმცა უფრო მეტი აინტერესებთ. ვფიქრობ, წლევანდელმა გამოფენამ ძალიან კარგად ჩაიარა”. 

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი შემდეგი კატეგორიის ღვინის მიმართ გამოხატავს დიდ ინტერესს: ეს არის ქართული იშვიათი ვაზის ჯიშები, ასევე ძალიან მაღალტანინიანი და სხეულიანი ქარვისფერი ღვინოები. გიორგი სხირტლაძე მეღვინეობა “მელიტონისა” და “რტონის” დამფუძნებელი კი აღნიშნავს, რომ მომხმარებელი ინტერესდება საერთაშორისო ჯიშებით, რომლებიც საქართველოშია კულტივირებული: “ასეთი ტიპის ღვინო გვაქვს შარდონე და ძალიან დიდი დაინტერესებაა მასზე, უცხოელებს კი ქართული ქვევრის ღვინო მოსწონთ. ამ ღონისძიებაზე გაცნობიერებული მომხმარებელი უცხოელი უფროა, ვიდრე ქართველი, ვფიქრობ. იქამდე, სანამ ღონისძიებაზე მოვლენ, კარგად ერკვევიან ხოლმე ქართულ ღვინოში და მომზადებულები მოდიან. თუმცა, ვიტყოდი, რომ უცხოელებს, მაგალითად, ძალიან უკვირთ, როცა საქართველოში სხვა ქვეყნის ჯიშებს ხედავენ, მასგალითად, შარდონეს”. 

"წერო ვაინი” ქართლის ჯიშებს წარმოადგენდნენ Winexpo-ზე: “წელს შავკაპიტო, თავკვერი, ჩინური და რქაწითელი გვაქვს წარმოდგენილი. ძირითადად თავკვერი მოსწონთ, აინტერესებთ ქართული ქვევრის ტექნოლოგია.” - გვესაუბრება ელენე ჯაღმაიძე. 

საზაფხულომ” კი წელს პირველად მიიღო მონაწილეობა “ვაინექსპოზე”. სანდრო საბაშვილი გვიყვება მისი მნიშვნელობის, სამომავლო გეგმებისა და წარმოდგენილი ღვინოების შესახებ: “საერთაშორისო ფესტივალებსა და გამოფენებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა ეს ღონისძიება. კონკურსსა და გამოფენაზე მოდიან ძალიან საინტერესო ადამიანები, ჰორეკას წარმომადგენლები, ექსპორტიორები, იმპორტიორები, ღვინის მწერლები და პროფესიონალები, რომელთა შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და დიდი მწარმოებლებისთვის. დღეს ჩინურის ცქრიალა ღვინო გვაქვს წარმოდგენილი, თეთრი მშრალი გორული მწვანისა და ჩინურის ნაზავი და საფერავი. მომხმარებელმა დღეს გორული მწვანისა და ჩინურის ნაზავი გამოარჩია. მთლიანობაში, გამოფენამ ძალიან კარგად ჩაიარა”.

16 წლიანი ისტორიის განმავლობაში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე წელსაც ExpoGeorgia-მ უმასპინძლა ღვინის მწარმოებლებს, ექსპერტებს, საერთაშორისო მედიასა და, რა თქმა უნდა, ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული