Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მუკუზანი, თბილღვინო, 2007

მუკუზნის მიკროზონაში დაკრეფილი საფერავიდან დაყენებული ეს ღვინო ნამდვილად ამართლებს იმ მოლოდინებს, რომელსაც 2007 წლის მუკუზნის მოსავალს უკავშირებენ მეღვინეები. გასულ წელს მუკუზანში მართლაც გამორჩეული ღვინო დადგა და ეს ღვინო 2007 წლის პირველი “მუკუზანია”, რომელიც მე გავსინჯე. ღვინო ჯერ ახალგაზრდაა, სასიამოვნო სიმწკლარტე უფრო საგრძნობია, ვიდრე ჩამოყალიბებული ღვინისთვის დამახასიათებელი სირბილე, სურნელებში კი უკვე კარგად მოჩანს კენკრისა და დაფნის ტონები. ღვინო მუქი ალუბლისფერია, ახასიათებს სასიამოვნო გამჭვირვალობა. საკმაოდ სხეულიანია.

თბილღვინოს ”მუკუზანი” კარგი წყვილია კუჭმაჭთან, ცივად მოხარშულ ღორის ხორცთან, ძეხვეულთან, კუპატთან, ჯიგრის ყაურმასთან.

მალხაზ ხარბედია

© vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.