guruli - 28 ოქტომბერი, 2011 - 11:51
კომენტარისატვის ბოდიშს ვიხდი,ნამდვილი გურულივიტ ვიჩქარე,თქვენ გიწერიათ მე-19 საუკუნე,ამ დროს ლობიო ნამდვილათ იყო შემოტანილი!! კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას.
guruli - 28 ოქტომბერი, 2011 - 11:30
ე.ი. ლობიო ქონდათ არა ძველად? სანამ რამეს დაწერ ჯერ შენ უნდა იყო აზრზე. ლ ო ბ ი ო ამერიკიდან შემოიტანეს,ისევე როგორც სიმინდი!!!!!!
მალხაზ ხარბედია - 28 ოქტომბერი, 2011 - 11:23
ხოლო სხვა დანარჩენი განხილვის საგნად რჩება და სიუჟეტების დაბლოკვის გარეშე, ყველა მხარის გათვალისწინებითაც შეიძლება ამ ტემაზე საუბარი. შენ რთველზე გვითხარი რამე მნიშვნელოვანი :)
ირაკლი ჯიჯავაძე - 27 ოქტომბერი, 2011 - 16:29
ალბათ ბლოგის მესვეურები არ მიწყენენ ,თუ სათქმელს დაუფარავად დავაფიქსირებ.
GNS-ი დღესდღეობით მგონი, ერთადერთი მედია-სააგენტოა,რომელიც ცდილობს ტელე-ჟურნალისტური გამოძიების ჩატარებას, მაგრამ ეს სტუდია ნადვილად ვერ დაიკვეხნის ინფრმაციის სანდოობის უზრუნველყოფის მაღალი სტანდარტით. მათი მომზადებული სიუჟეტების აბსოლიტური უმრავლესობა სრულიად დაუბალანსებელი და ტენდენციურია, ყოველ გადაცემის უკან კი ისევე მჭახედ იგრძნობა დაკვეთის ის აშკარა კვალი, როგორც, მაგალითად, იმედის ან რუსთავი2-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტებში. გადაცემა "კვირის რეპორტაჟი" პოლიტიკური ბრძოლის იაფფასიანი იარაღია და ნადვილად არ მახარებს, როდესაც მისი სიუჟეტები აქ,ამ ბლოგზე მხვდება.
ბლოგის ერთ-ერთი ხიბლი და ღირსება მისი არაკომერციულობა და აპოლიტიკურობაა . კარგად მესმის,რომ ვაზს და ვენახს პობლემები აქვს და ბლოგის ამაგდარნი ამაზე თვალებს ვერ დახუჭავენ, თუმცა ჩემი ღრმა რწმენით GNS-ის სიუჟეტების განთავსება ყველაზე ცუდი არჩევანია შესაძლო ალტერნატივებს შორის. პირადად ჩემი აზრით კლუბს ნამდვილად გააჩნია იმის ინტელექტუალური რესურსი, რომ ამ და მსგავსი გადაცემებისათვის დასესხება დასჭირდეს.
თემო - 25 ოქტომბერი, 2011 - 13:16
დიდ და ბრწყინვალე საქმეს აკეთებთ, ზურაბ ბატონო.
თქვენ გაიხარეთ, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.
Fa Odlisi - 24 ოქტომბერი, 2011 - 22:41
გამარჯობათ ქალბატონო რუსუდან,
მომეწონა თქვენი პასუხი. თქვენ არ შეეცადეთ შეცდომის ისე წარდგენა, თითქოსდა არ იყო შეცდომა დაშვებული. ჟურნალისტული ძიების დროს ხდება ხოლმე ამდაგვარი, თქვენგან ზემოთ ხსენებული გაუგებრობა. არაა პრობლემა ქალბატონო რუსუდან, თქვენ იყავით კარგათ :)
კეთილი სურვილებით
ფირმა ოდლისის დირექცია
Anonymous - 24 ოქტომბერი, 2011 - 20:34
მოხევეეებზე დადე რაააააააააა ვააააააააააა
ადამიანი მურაბიე - 24 ოქტომბერი, 2011 - 12:50
მარიოამო, საიდან მოიტანეთ რო კურაბეია და არა კურაბიე :)) (აზერ. qurabiye; თურქ. kurabiye; ყირ. თათ. қурабье)
ქეთი - 24 ოქტომბერი, 2011 - 12:26
სადაც კი წამიკითხავს, კველგან კურაბიეა და კურაბეიდ არსად შევსვედრივარ დაწყებული ძველი კულინარიული წიგნებიდან დასრულებული ინტერნეტრესურსებით. :)
guram dzia - 23 ოქტომბერი, 2011 - 21:04
როგორ თუ რა შუაშია! შეჭამა ამ მონსტრმა ქართული ღვინო, ყველაფერი ამ მყრალ ადამიანზე იყო მიბმული :) დავიჯერო პირველად გესმით ეს ამბავი? და რჩევებს რას ერჩით? იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ?