ელიზბარ თალაკვაძე - 27 ივნისი, 2012 - 10:33
მაშინ ასე თუ ისე გასაგებია - 9 ბალიანი სისტემა ჰქონია და 16 ქულა დაახლოებით სკოლის 3-იანი გამოდის. ერთი რამ მაოცებს - ჯაყელების და ჯონის გარდა ამ ხალხს ერთი ბოთლი ღვინო ვერ წავართვი მაღაზიაში დასადებად და რაც არა გაქვს იმის შეფასებას რა აზრი აქვს?
slow - 27 ივნისი, 2012 - 09:32
ასე განსაზღვრავს თვითონ ჯენსის რობინსონი მის მიერ მინიჭებულ ქულებს-
20 - Truly exceptional
19 - A humdinger
18 - A cut above superior
17 - Superior
16 - Distinguished
15 - Average, a perfectly nice drink with no faults but not much excitement
14 - Deadly dull
13 - Borderline faulty or unbalanced
12 - Faulty or unbalanced
დაც შეეხება ანთაძის მწვანეს, მასზე საქართველოს არცთუ რიგითმა დეგუსტატორმა განაცხადა, რომ საერთოდ მოხსნიდა დეგუსტაციიდან მისი ნება რომ ყოფილიყო.
ელიზბარ თალაკვაძე - 27 ივნისი, 2012 - 01:03
ხომ არ იცით მონრაშეს რამდენს უწერს რობინსონი?
ალეკო ცქიტიშვილი - 26 ივნისი, 2012 - 23:29
"ვინექსპოს" თემაზე საუბარი აქ, შესაძლოა, ცოტა უადგილოა. თუმცა, ზოგადად, მე ნიკი ანთაძის ღვინო მქონდა მხედველობაში, რომელიც როგორც მახსოვს, გასული წლის კონკურსში იყო წარდგენილი, მაგრამ მაღალი ქულები არ დაუმსახურებია. ჩემი შენიშვნა ეხებოდა არა კონკრეტულად ერთ კონკურსს და მის ჟიურის, არამედ მიდგომებს ნატურალური ღვინოებისადმი, რაც როგორც ვატყობ, ნელ-ნელა იცვლება. ჯენსის რობინსონის მაღალი შეფასებები, ვფიქრობ, ერთგვარი მესიჯი იქნება სხვა ენოლოგებისათვის, რომლებიც ნატურალური ღვინოების ღირსებებს ცოტა უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ.
Naotreli - 26 ივნისი, 2012 - 22:45
Europeli specialistebi 20 balian sistemas iyeneben( Britanuli jurnal Denanter-is chempionobit), xolo amerikuli jurnalebi(wine advocate, wine spectator, wine enthusiast...) Parker-is 100 balian sistemas.
giorgi samana - 26 ივნისი, 2012 - 20:17
ალეკო, რომელი ღვინო ვერ შეაფასეს ვინექსპოზე ?:)
Anonymous - 26 ივნისი, 2012 - 18:31
მაქსიმუმ რამდენი ქულის მიღება შეეძლო ღვინოს?
ალეკო ცქიტიშვილი - 26 ივნისი, 2012 - 11:59
ჯენსისი 20-ბალიანი სისტემით აფასებდა და 17, რაღა თქმა უნდა, ძალიან მაღალი ქულაა. იმედია ჩვენებური "ვინექსპოს" პატივცემული ჟიურიც ისწავლის მისგან, როგორ უნდა ასეთი მათთვის არატიპიური ღვინოების შეფასება.
ალეკო ცქიტიშვილი - 26 ივნისი, 2012 - 11:57
ლექსო ციხელაშვილი, მე როგორ ვიცი, ვერ წავიდა რაღაც იდიოტური სასაზღვრო თუ საბაჟო პრობლემების გამო. თუმცა, მისი ღვინო, ალბათ, იყო გამოფენაზე.