Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შრომა ერთი ბოთლი ღვინისთვის

ფრანგული ინტერნეტ-მაღაზია La Feuille de Vigne-ის სპეციალისტებმა გამოთვალეს, რამდენ საათს უნდა იმუშაოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქემ, რომ ერთი ბოთლი ღვინის შეძენა შეძლოს.

ერთი ბოთლი ღვინის საყიდლად ფულს ყველაზე სწრაფად ლუქსემბურგის მოქალაქე გამოიმუშავებს – ამისათვის მას სამუშაო დროის მხოლოდ 14 წუთი დასჭირდება. ლუქსემბურგელს ერთი წუთით ჩამორჩება ავსტრიის მოქალაქე, სამეულს კი დანიელი მშრომელი აგვირგვინებს, რომელმაც 16 წუთი უნდა იღვაწოს, რომ ერთი ბოთლი ღვინის საყიდელი ფული გამოიმუშაოს. 

ცხადია, შედეგები ზუსტი არ არის და ღვინის სტანდარტული ბოთლის საშუალო ფასისა და ქვეყანაში საშუალო ხელფასის შედარებით არის დაანგარიშებული. რა გზით გამოთვალეს ეს პასუხები, ამას ლუქსემბურგის მაგალითზე აგიხსნით:

2012 წელს ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე თვიურ ხელფასს, საშუალოდ, 4089 დოლარის ეკვივალენტს იღებდა. ანუ მისი სამუშაო დროის ერთი საათი 102 დოლარი ღირდა. ლუქსემბურგის მაღაზიაში ერთი ბოთლი ღვინო კი, საშუალოდ, 23 დოლარი ღირს. შესაბამისად, ამ თანხას ლუქსემბურგელი მოქალაქე 14-წუთიანი გარჯის შედეგად მიიღებდა.

ქვეყნების ჩამონათვალს ინდონეზია, ბანგლადეში და ირანი ასრულებს – ერთი ბოთლი ღვინის საყიდლად მათმა მოქალაქეებმა დაახლოებით 60 საათი უნდა იმუშაონ. სპეციალისტებმა კიდევ 109 ქვეყნის მონაცემები შეაჯერეს და მათი საშუალო მაჩვენებელი გამოთვალეს – 1 ბოთლი ღვინის შესაძენად საჭიროა 7 საათი და 15 წუთი მუშაობა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული