Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

არაჩვეულებრივი გამოფენა - ღვინის ფესტივალი ქუთაისში

ქუთაისში მცირე მარნები 3 დეკემბერს ღვინის მოყვარულ სტუმრებს ელოდებიან, “არაჩვეულებრივი გამოფენა” პირველად იმართება, სადაც 38 ღვინის მარანი იღებს მონწილეობას.

როგორც გია ჩუბინიძე, ერთ-ერთი ორგანიზატორი და “ნანუას” მეღვინე გვესაუბრება, ასეთი ფესტივალის შექმნა დასავლეთის მეღვინეების დიდი ხნის სურვილი იყო: “რამდენჯერმე შევკრებილვართ მცირე მარნების მეღვინეები და ერთმანეთისთვის ჩვენი დიდი სურვილი გაგვიზიარებია, რომ რაღაც ისეთის შექმნა გვინდოდა, სადაც დასავლეთის ღვინოებს გავაცნობდით ხალხს. ამ ყველაფერს ფინანსები, ორგანიზება და დროის გამოყოფა სჭირდებოდა. საბოლოოდ შევთანხმდით, რომ 3 დეკებმრისთვის დაგვეორგანიზება, ყველას ჩვენი წილი ენერგია დაგვეთმო. შემოდგომას ცოტა რთულია ხოლმე მსგავსი საკითხების დაგეგმვა, ამიტომ ისეთი პერიოდი ავარჩიეთ, როცა შედარებით ყველას სცალია და სიმშვიდეა. ვიმედოვნებთ, ბევრი სტუმარი იქნება და ყველაფერი კარგად ჩაივლის.” - აღნიშნავს გია.

არაჩვეულებრივი გამოფენა პირველად ტარდება ქუთაისში, ფესტივალი ჩატარდება: 3 დეკემბერს, 11:00-18:00-მდე, ბილეთის ღირებულება: 15 ლარია, სტუმრებს კი  ქ. ქუთაისი, ფ. ვარლამიშვილის №16, გალერეა "ვარლა-ში” გელოდებიან.

წარმოგიდგენთ "არაჩვეულებრივ გამოფენა-ში” მონაწილე 38 მარნის ჩამონათვალს: 

საოჯახო მარანი - ოდა • Oda Family Marani

Orkoli winery/ორკოლი

თარგამეულის მარანი/Targameuli wine cellar

მენაბდის მარანი • Menabde Winery

Natenadze's Wine Cellar

მარანი ხვთისანა

შატო ვარციხე • Chateau Vartsikh

მარანი კლერტი

დავით ლომინაძის მარანი

მარანი ღვინოვანი

სულაძის მეღვინეობა

მირანდას ღვინო Miranda's wine

შატო ლეჩხუმი

უჩას ღვინო Ucha's wine

Rero Winery • მეღვინეობა რერო 

იმერეთის მარგალიტი

ოტიას ეზო • Otia's Ezo 

Mariam Guniava's winery

ყუფარაძის მეღვინეობა

ნანუა მემარნე

მარანი ბედიანი

მეღვინეობა სერაფიონი

მარანი  ნავენახევი

კირილეს ღვინო

კოსმო მარანი

დავით ლელაძის მარანი

ნინოს მარანი

აკაკი ხორავას მარანი

შოთიკო ებანოიძის მარანი

მარანი ნატურალისტი

დიტოს მარანი

ნიკოლოზ ებანოიძის მარანი

მარანი თამარისი

ობჩა ვაინერი

K & K Natural Wines

ორი მარანი

ლამისყანა ესთეით

შატო ალექსანდრე

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული