Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბიოპროდუქციის სერთიფიცირება და სტანდარტის მოთხოვნები

31 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში „საქართველოს ღვინის კლუბის“ მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის თემა იყო „ბიოპროდუქციის სერთიფიცირება და სტანდარტის მოთხოვნები", რომელსაც უძღვებოდა შპს „კავკასსერტის“ დამფუძნებელი და ხარისხის მენეჯერი, ზურაბ ნადარეიშვილი. 

მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო ბიოსტანდარტის მოთხოვნები საქართველოში, ბიოსერტიფიცირების მექანიზმები, პროცედურები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მოხსენების დასრულების შემდეგ ზურაბ ნადარეიშვილმა უპასუხა აუდიტორიის კითხვებს სხვადასხვა პრაქტიკული საკითხების გარშემო. 

საქართველოში, მევენახეობის სფეროში, ჯერჯერობით, 15-მდე სუბიექტია სერტიფიცირებული 100-150 ჰა ვენახის ფართობით, თუმცა, ბიოსერტიფიცირებაზე მოთხოვნა დღესდღეობით მზარდია. ეს პროცედურა გულისხმობს სხვადასხვა ტიპის, შიდა და გარე კონტროლის, მინიმუმ, ერთ, მაქსიმუმ კი - სამწლიან პროცედურებს - გეგმიურ და მოულოდნელ ინსპექტირებას. 

„კავკასსერტი“ 2005 წელს დაფუძნდა და იმთავითვე ეწეოდა ბიოპროდუქციის სერტიფიცირებას საქართველოში მემცენარეობის, მეცხოველეობის, გადამუშავებისა და მეთესლეობის დარგებში. ორგანიზაციამ 2008 წლიდან მიიღო DAKKS-ის აკრედიტაცია და დღესდღეობით საქართველოში რეგისტრირებული ერთადერთი იურიდიული პირია, რომელიც გასცემს ბიოსერტიფიკატებს ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებში წარმოებულ პროდუქციაზე როგორც შიდა ბაზრისთვის, აგრეთვე, საექსპორტოდ. 

© ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.