Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სემინარი საოჯახო მარნებისთვის. 2014 წლის მოსავლის ძირითადი პრობლემატიკა

28 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში „საქართველოს ღვინის კლუბი“ იმ საოჯახო მარნების წარმომადგენლებს შეხვდა, რომელთაც თავიანთი ღვინოები წარმოადგინეს „ახალი ღვინის ფესტივალზე“ მონაწილეობის მისაღებად, თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო ამ ღვინოებმა შესარჩევი ეტაპი ვერ გაიარა. შეხვედრაზე, რომელიც საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა, წარმოდენილი იყო 50-მდე საოჯახო მარანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან - კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და სხვ. სემინარს უძღვებოდნენ ენოლოგები, ნიკოლოზ ნატროშვილი და მიშა მესხი. 

შეხვედრაზე ინტერაქტიურ რეჟიმში განხილული იყო ყველაზე აქტუალური პრობლემები, რამაც 2014 წლის მოსავლის საოჯახო ღვინოებში თავი იჩინა. უპირველეს ყოვლისა, ეს პრობლემები შეეხებოდა ღვინის წარმოების პროცესში ჰიგიენის ნორმებთან დაკავშირებულ საკითხებს; ზადებსა და დაავადებებს, რომლებიც ღვინის წარმოებისას ტექნოლოგიური პროცესების არასწორი მართვის შემთხვევაში ვითარდება (ობის სოკო, მქროლავი, გარეშე, თაგვის ტონები და სხვ.); აგრეთვე, მევენახეობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემებს. განხილული იყო როგორც განსაზღვრული თემები, აგრეთვე, ცალკეული ღვინის მაგალითები. 

„საქართველოს ღვინის კლუბის“ პრეზიდენტმა, მალხაზ ხარბედიამ სემინარზე მოწვეული მარნების წარმომადგენლებს მოუწოდა აქტიური თანამშრომლობისკენ, რაც საუკეთესო საშუალება იქნება მათთვის მევენახეთა და მეღვინეთა ფართო საზოგადოებაში აზრებისა და დამოკიდებულებების გასაცვლელად, პროფესიული განვითარებისთვის და სამომავლოდ - საოჯახო მარნებში წარმოებული ღვინის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული