Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კვერცხი სუპერპროდუქტად აღიარეს

აღდგომის კვირაში კვერცხის მოხმარება მკვეთრად იზრდება, რაც ძალიან აწუხებთ მათ, ვინც საკუთარ წონას ყურადღებით აკვირდება და მკაცრად აკონტროლებს. ბრიტანელ დიეტოლოგთა მრავალრიცხოვანი გამოკვლევების თანახმად, კვერცხი აღარ ითვლება ჯანმრთელობისა და ფიგურისათვის საშიშ პროდუქტად, პირიქით, კვერცხი ისეთივე სუპერპროდუქტი ყოფილა, როგორიც, მაგალითად, ბროკოლი და ნიგოზი. ერთი კვერცხი 6-7 გრამ ცილებს და უამრავ ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. კვერცხი განსაკუთრებით მდიდარია ფოლიუმის მჟავით, B ვიტამინით, სელენითა და რკინით. უმი კვერცხის შემადგენლობაში შედის აგრეთვე ანტიოქსიდანტი ლუტეინი, რომელიც თვალის ბადურას იცავს. როგორც მეცნიერები გვატყობინებენ, მომავალში კვერცხი კიდევ უფრო სასარგებლო გახდება, რადგან ქათმები საკვებთან ერთად სელის თესლსა და სხვა დანამატებს მიიღებენ, რაც მათ კვერცხს ისეთივე სასარგებლოს გახდის, როგორიც თევზის ქონია. რაც შეეხება ქოლესტერინსა და სისხლძარღვებისთვის მიყენებულ ზიანს, ბოლო გამოკვლევებმა კვერცხის მოხმარებასა და სისხლში ქოლესტერინის მაღალ დონეს შორის ვერანაირი კავშირი ვერ აღმოაჩინა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული