Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პორტუგალიური ღვინოები - ფასი და ხარისხი

იმის გამო, რომ პორტუგალიაში ღვინის კულტურა შედარებით “იზოლირებულად“ განვითარდა, იქაური ძირითადი ვაზის ჯიშები უნიკალურია და მხოლოდ პორტუგალიაში ხარობს. როგორც Wine Folly გვაუწყებს, თუ პორტუგალიური ღვინის ეტიკეტზე ვაზის ჯიშს ვერ იცნობთ, ეს უჩვეულო სულაც არაა. იქ 250-ზე მეტი ადგილობრივი ჯიშია, რომლებიც განსაკუთრებით კარგად ეგუებიან პორტუგალიურ ლანდშაფტს. ბევრი ღვინის ექსპერტთათვის პორტუგალია ღვინის „ბოლო გაჩერებაა“ დასავლეთ ევროპაში და იქ ჯერ კიდევ ბევრია შესასწავლი და დასაგემოვნებელი.

Food Writer-ი ფიონა ბეკეტი The Guardian-ის სტატიაში პორტუგალიურ ღვინოებზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა იქაურ წითელ ღვინოებს ანიჭებს უპირატესობას, თეთრებიც არანაკლებ საინტერესოა. მკითხველს ალვარინიოსა და ვინიო ვერდეს სტილის კასკატა 2020-ს ურჩევს, რომელიც ლორეინოს, არინიოს, ტრაჟადურესა და ავესოს ნაზავია. როგორც ავტორი წერს, თეთრი ღვინოები უფრო მდიდარია და მეტი ტექსტურით გამოირჩევა, ამისი კარგი მაგალითი სომონჩეს ბრანკო 2021-ია, ღვინო, რომელიც ძალიან უხდება შემწვარი ღორის ხორცსა და ადგილობრივ, მარილიან ვირთევზას.

დუოროს წითელი ღვინოები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში, იგი ძირითადად შავი კენკროვანი არომატითა და მაღალი ტანინებით ხასიათდება. ავტორი მკითხველს შედარებით უფრო მსუბუქ ღვინოებს სთავაზობს, როგორიცაა ნიეპორჩე პრიმატა, ალკოჰოლის 11%-იანი შემცველობით. ფიონა ბეკეტი პორტუგალიურ ღვინოებს ხარისხითაც გამოარჩევს: „ის, რაც პორტუგალიურ ღვინოს სხვა ღვინოებთან შედარებით გამოარჩევს ისაა, რომ მათ ხარისხთან შედარებით ფასი ბევრად დაბალი აქვს“.

მკითხველს პორტუგალიურ ღვინოებსაც ურჩევს, რომლის ჩამონათვალიც სტატიაში შეგიძლიათ ნახოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.