Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“გადავწყვიტეთ, სამონასტრო ღვინის წარმოება აღგვედგინა და ძველი, ნამდვილი ღირებულებით შეგვექმნა ღვინო” - ინტერვიუ მამა ლაზარესთან

მონასტრული ღვინო ქართულ კულტურაში საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. იგი განუყოფელია არა მხოლოდ რელიგიური პრაქტიკებისა და ტრადიციებისგან, არამედ ქვეყნის მეღვინეობის განვითარებისა და კულტურული იდენტობის ფორმირების პროცესისგან. საბარძიმე ღვინოს კი, როგორც ევქარისტიული მსახურების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს. მონასტერში ეს ღვინო უმაღლესი სისუფთავით და ხარისხით უნდა გამოირჩეოდეს, რადგან იგი ღვთისმსახურებისთვის გამოიყენება.

ჩვენი რესპოდენტია წინამძღვარი მამა ლაზარე, რომელიც ღვინის წარმოების პროცესს მონასტერში ხელმძღვანელობს. ხირსის მონასტერში ღვინის წარმოება 2015 წლიდან დაიწყო. შთგონება იყო სამონასტრო ღვინის წარმოების აღდგენა იქ, სადაც ძველი ვენახის ნაშთებიც ნახეს. ხირსის მამათა მონასტრის ღვინოებს ჩვენს ფესტივალზეც შეხვდებით. 

ხირსის მამათა მონასტერი ერთ-ერთი უძველესი და გამორჩეული სამონასტრო კომპლექსია საქართველოში. მდებარეობს კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში. მონასტერი ისტორიულად მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ცენტრი იყო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქართველ ბერ-მონაზონთა ცხოვრების, სულიერი განათლებისა და მეღვინეობის განვითარებას უწყობდა ხელს.

ხირსის მონასტრის დაარსების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა საწყისი ეტაპები VI-VII საუკუნეებში განიხილება. იგი ერთ-ერთი იყო იმ მრავალ მონასტრიდან, რომელიც ასურელმა მამებმა დააარსეს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. შუა საუკუნეებში ხირსის მონასტერი კახეთის სასულიერო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.

XVII საუკუნეში, სპარსელთა ლაშქრობების პერიოდში, მონასტერი ძლიერ დაზიანდა, თუმცა მოგვიანებით აღდგა. მონასტერი XX საუკუნის ბოლომდე ნაწილობრივ მიტოვებული იყო, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ხელახლა ამოქმედდა და დღემდე ფუნქციონირებს.

ხირსის მონასტრის კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, რომელთა შორის მთავარი ტაძარია. ტაძარი ფრესკებითა და ქართული ქრისტიანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ფორმებით გამოირჩევა. მონასტრის ტერიტორიაზე ასევე შემორჩენილია სხვადასხვა სამონასტრო ნაგებობის ნაშთები, რომლებიც ადრეული ხანის ქრისტიანული კულტურის მნიშვნელოვან მემკვიდრეობას წარმოადგენენ.

- თუ გაქვთ საკუთარი ვენახი/როდის გააშენეთ?  

საკუთარი ვენახი გვაქვს. არც ისე ბევრი, მაგრამ გვაქვს 4 ჰექტარი. გვაქვს ახალი და ძველი ვენახიც, ძველი კომუნისტების დროინდელია, შედარებით მცირე ნაკვეთია, ნახევარი ჰექტარი,

- როგორ აკეთებთ ღვინოს? საკვანძო მომენტები მომიყევით, რა არის მნიშვნეოლოვანი თქვენს ტექნოლოგიაში? 

- ვიყენებთ ქვევრსაც და კლერტსაც, თუმცა ღვინოს უკლერტოდ ვამზადებთ. ბოთლებში ჩამოსხმამდე ფილტრაციას გადის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ. შესანახ ჭურჭელად უჟანგავის ავზებსა და ტივტივებს ვიყენებთ. რაც შეეხება საწნახელს, არ გვაქვს.

საიდან მოხდა ინსპირაცია საკუთარი მონასტრული ღვინის წარმოების? 

- ღვინო ყოველთვის იქმნებოდა, მაგრამ ჩვენ აღარ გვინდოდა შემოწირული ღვინით გვესარგებლა მუდამ და ჩვენი ვენახი გავაშენეთ. გადავწყვიტეთ, რომ ეს ტრადიცია უნდა აღგვედგინა და ღვინო სწორედ ისე, იმ ღირებულებით გვეწარმოებინა, როგორც ადრე ტრადიციის მიხედვით იყო. ჩვენი მიზანი სუფთა ღვინო იყო.

როგორ განისაზღვრა ღვინის ტექნოლოგია?

ხირსის მამათა მონასტერში ღვინის წარმოების განსაზღვრა წერილობით საფუძველზე არ მომხდარა. ჩვენ ცოცხალი ღვინო გვაქვს, არანაირი დანამატებით, საფუვრებით, მხოლოდ სუფთა, ბიოლოგიურად ნატურალურ ღვინოს ვაწარმოებთ. უშუალოდ  მონასტერში არ აღმოჩენილა ქვევრის ან მარნის ნაწილები, იყო გაშენებული ვენახი ადრე, რომელიც მამებმა აღმოაჩინეს და შემდეგ ხელახლა გააშენეს.

- რა შეზღუდვებია კრიტიკულად მნიშვნელოვნი მონასტერში?

- ვაწარმოებთ საფერავს, რქაწითელსა და ქისს. შეიძლება სამონასტრო ღვინის დამზადებისას სრულდება ლოცვები, კურთხევა, გარდა ვენახის კურთხევისა, იკურთხება ყურძნის პირველი მოსავალი, ასევე ღვინო და ქვევრი. ვიყენებთ ბიო ყურძენს, ღვინოს ვაწარმოებთ საფუვრებისა და დანამატების გარეშე, ქალის მონაწილეობა არაფრით არ არის დაშვებული, რადგანაც მამათა მონასტერია. კომერციალიზაციას რაც შეეხება, ღვინო გაგვაქვს რესტორანშიც, მაღაზიაშიც და მონასტერშიც, თუმცა მისი თავდაპირველი დანიშულება ჩვენი, მონასტრული მოხმარებაა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული