Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი კარტოფილი და მწვანე ლობიო ავოკადოთი

საჭირო მასალა: 300 გ მწვანე ლობიო, 600 გ ახალი კარტოფილი, 4 ღერი მწვანე ხახვი, 1 კონა ოხრახუში, 2 ძირი კამა, 2 ს.კ. ზეთი, 1 მწიფე ავოკადო, 1 ლიმონის წვენი, ახალდაფქული კამისა და ქინძის თესლი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადება: მწვანე ლობიო 45 წუთის განმავლობაში მარილიან მდუღარე წყალში მოვხარშოთ, გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ. კარტოფილი ჯაგრისის საშუალებით ძალიან კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში, დავჭრათ მსხვილად. გავრეცხოთ და დავჭრათ მწვანე ხახვი, კამა და ოხრახუში. ზეთში შევბრაწოთ კარტოფილი. დავაყაროთ ნახევარი ოხრახუში და მწვანე ხახვი, მოვაფრქვიოთ პილპილი და მარილი. დავუმატოთ კამის ძირები და განვაგრძოთ მზადება. 2-3 წუთში დავუმატოთ მწვანე ლობიო, დარჩენილი მწვანე ხახვი და ოხრახუში. ავოკადოს ამოვაცალოთ კურკა, გავფცქვნათ და თხლად დავჭრათ. გადავანაწილოთ ბოსტნეულზე, მოვაწუროთ ლიმონი და ცოტა მარილი მოვაყაროთ. კერძი გადმოვდგათ ცეცხლიდან.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული