საჭირო მასალა: 500 გ რომელიმე სახეობის ატრია, 600 გ ვირთევზა, 2-3 ღერი მწვანე ხახვი, 3 ცალი სხვადასხვა ფერის ტკბილი წიწაკა, 300 გ პამიდორი ჩერი, 1 ს.კ. წვრილად დაჭრილი რეჰანი, 2 კბილი ნიორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 300 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 200 მლ თხელი არაჟანი ან ნაღები, 3-4 ს.კ. საშუალო სიცხარის მდოგვი, 1-2 ს.კ. პირშუშხა, მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი - გემოვნებით.
მომზადება: ატრია მოვხარშოთ მდუღარე მარილიან წყალში და გადავწუროთ. თევზი დავჭრათ, მოვასხათ ლიმონის წვენი და მოვაყაროთ მარილი. დავჭრათ მწვანე ხახვი. წიწაკები გავრეცხოთ, შუაზე გავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და 2X2 სმ ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ნიორი თხლად დავჭრათ და ტაფაზე უცხიმოდ მოვშუშოთ, სანამ არ გაოქროსფრდება. ცალკე ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ თევზი, 3-4 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე შევბრაწოთ და ამოვიღოთ ტაფიდან. ამავე ცხიმში ჩავყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ტკბილი წიწაკა და მოვშუშოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. დავუმატოთ ბულიონი და არაჟანი. როდესაც ადუღდება, ცეცხლს დავუწიოთ და დაახლოებით 10 წუთი თავმოხდილი ვადუღოთ. ჩავუმატოთ ატრია, თევზი, პამიდორი. შევანელოთ მდოგვით, მარილითა და პილპილით. მოვაყაროთ რეჰანი, მოშუშული ნიორი და მოვაწუროთ ლიმონი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი