Anonymous - 22 ივნისი, 2012 - 10:18
სტატიაში წერია რეალური ფასები რაც ავტორმა გადაიხადა ამა თუ იმ კერძში და ზოგისთვის ეგ ძვირი იქნება ზოგისთვისაც არა. ვერ ვხვდები რა შუაშია ეს უაზრო და შეურაწმყოფელი კომენტარი ჭამა სმასთან დაკავშირებით. იაგოს დავეთანხმები და რატომ გონია ჩვენ ქვეყანაში ყველას რომ უნაკლოა?? ამდენ თავგამოდებით უაზრო დაცვას არ ჯობდა უბრალოდ გეთქვეთ ახალი გახსნილები ვართ უკაცრავად თუ ვინმეს რამე დისკომფორტი შეექმნა აუცილებლად გავითვალისწინებთ შენიშვნებს და ვიმუშავებთ ყველაფრის დახვეწაზე. მორჩა ამით დამთავრდებოდა ყველაფერი. მაგრამ არა! როგორ შეიძლება ჩვენ რესტორანში თმა გეპოვნათ ეს შეუძლებელია. თქვენ მოსყიდულები ხართ და ათასი სისულელე...
ქვევრი - 22 ივნისი, 2012 - 07:46
გაიხარე, თორე ვინმე იფიქრებდა ეს რუმბი კამეჩისაა თუ ტირანოზავრისო:)
იაგო ბიტარიშვილი - 21 ივნისი, 2012 - 23:34
ისევე როგორც ყველაფერში საქართველოში ნებისმიერი სახის შენიშვნა კრიტიკა ან უბრალოდ სხვა აზრის გამოთქმა აღიქმება როგორც არაკორექტული, მტრული ან სულაც რაღაც სხვა ინტერესებით ნაკარნახევი და რატომღაც არავინ არ კითხულობს და არ უშვებს იმას, რომ ეს შესაძლოა ამ დარგის განვითარებისათვის იყოს საჭირო. ღვინის დეგუსტაციებიც და კონკურსებიც ეწყობა ამ დეგუსტაციებში ვიღაცა იმარჯვებს ვიღაცა არა. ამ დროს რა ხდება? ვინც ვერ გაიმარჯვა ის იძახის რომ ნაღადად ჩაწყობილი იყო:)
რატომ არ შეიძლებოდა, რომ სტატიის ავტორს არ მოწონებოდა ის ღვინო რაც მიუტანეს, რატომ ამ კონკრეტულ შენიშვნებზე არა რის საუბარი და რატომ არის ზოგად აბსტრაქტულ ბრალდებებზე საუბარი? და ხარჩო რომ მოეწონა და კლასიკა უწოდა მაშინ არ იყო შეკვეთილი სტატია? :) არაფერი ამაში საწყენი არ არის და მე როგორც მომხმარებელს უფრო წავიდოდი ასეთ რესტორანში რომელიც ადექვატურად უდგება როგორც შენიშვნას ან სულაც შენიშვნას რომ თავი დავანებოთ უბრალოდ განსხვავებულ აზრს.
gigo meskhishvili - 21 ივნისი, 2012 - 22:09
ნამდვილად არ ველოდი ასეთ გამოხმაურებებს ამ ერთ ჩვეულებრივ რევიუზე. მეგონა უფრო საქმიანად აღიქვამდნენ რესტორნის მესვეურები ჩემს სიტყვებს. მადლობა ყველას, მათ შორის უზრდელ ოპონენტებსაც, "რას სკდებოდით ჭამით" და სხვა ამდაგვარ გამოთქმები გულში ჩამწვდომი პოეტურობით იყო აღბეჭდილი :) ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც ჩემს გამო გაილანძღა როგორც გიგო მესხიშვილი. მადლობა საიტის ადმინისტრაციას ჩემი ტექსტების გადმობეჭდვისთვის. ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, ღირს კი ასეთი უმადური საქმის კეთება ამ ქვეყანაში? ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ნამდვილად ღირს.
a - 21 ივნისი, 2012 - 20:16
მოიცადეთ რა... ეს პასტორალი იქნება თუ სხვა რამე მაგაზე უკვე აგარ მაქვს ლაპარაკი... მაინც ვიტყვი რომ თქვენ ახსენეთ რომ ძალიან ძვირი ჯდება მანდ ჭამა... ეხლა კი ზაბეგალოვკას უწოდებთ... მაშინ რაგას სკდებოდით ჭამა სმით მანდ და რას იწუხებდით თავს ამ სტატიის წერაში ჰა ? და კიდე რაგაც სტატიას წერთ "კრიტიკას" და ქავეყნებთ, თუ ხალხს უფლება არ ააქვს გამოხატოს ტავიში აზრი რომც არ გეთანხმებოდეთ და ეგრევე უწოდებთ მათ " თანამშრომლებს" ან "ერთი და იგივე ადამიანს" და გამოდის რომ ერთი და იგივე უკაცრავად და თქვენ ბრძანდებით, მაშინ რომელი ერთი ჟურნალისტი თუ კრიტიკოსი თქვენ ხართ ? წერეთ თავენთვის და იქნებით წყნარად, არავინ არ მოგიშლით ნერვებს და ასევე არც თქვენ მოუშლით ნერვებს სხვებს უაზრობებით და შეურაზყოფას მკითხველებს და კლიენტებს არ მოგვაყენებთ. მადლობთ
Anonymous - 21 ივნისი, 2012 - 17:18
რესტორნის "მცველებთან" მაქ ერთი შეკითხვა თქვენი აზრით რომელმა პასტორალის კონკურენტმა შეუკვეთა ეს სტატია? რადგანაც პასტორალი მეგრულ რესტონრად მოიაზრება ქალაქში სულ ორი რესტორანი შეიძლება ჩაითვალოს თქვენ კონკურენტად, მაგრამ დარწმუნებული ვარ არც ერთს თქვენი არსებობის შესახებ არ გაუგია. თუმცა არც თქვენ კონკურენტად მიმაჩნია ისინი და მითუმეტეს თქვენ იმ რესტორნების კონკურენტად. იქნებ ეს სტატია თავად პასტორალის შეკვეთილია? თუ დაფიქრებულხართ ამაზე? ასეთ პოპულარულ ბლოგზე სადაც უამრავი პოტენციური კლიენტი შემოდის და ხედავს ამხელა ამბავია ატეხილი მემგონი საკმაოდ კაი რეკლამაა. თუ ეს ესე არ არის და აქ პასტორალის რომელიმე მეპატრონე ან თუნდაც თანამშრომელი ესე თავგამოდებით იცავს რესტორანს მაშინ ყველაფერი გასაგებია და ჩანს სერიოზული პრობლემები. სტატიის მიზანი კი ერთია – გაუმჯობესება. ვფიქრობ ამ სტატიის მერე რაღაცრაღაცეები გაუმჯობესებულიც იქნება. ერთს დავამატებ მე პირადად ამ რესტორანში ნამყოფი ვარ და ავღნიშნავ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს ჩამოსასხმელი ღვინო არაფრად არ ვარგოდა!
მალხაზ ხარბედია - 21 ივნისი, 2012 - 16:49
მადლობა შენიშვნისთვის ქვევრი, ჩავასწორე. ეტყობა არ მივაქციე ციფრებს ყურადრება და მექანიკურად გადავიკითხე ნიუსი, თორე ამ შენიშვნის გარეშეც ჩავასწორებდი :)
aisbergi - 21 ივნისი, 2012 - 16:38
აქ საცაა ლამის ფიშტოც გავარდეს... არადა იქ ცალკე პასტორალია კმაყოფილი-ამ სტატიის გამო აუარება ცნობისმოყვარე კლიენტი მიაწყდა სიმართლისა თუ ტყუილის გასარკვევდ. მეორე მხარეს კი რესტორანთაღმწერელი-რედაქციები სტატიებს უკვეთავენ-იმის შიშით უკვე ჩვენც ხომ არ გამოგვჭიმეს, ტფილისის რესტორნები დასტადასტა ასაღებენ ჟურნალგაზეთებსო... ერთმა ღვინის მწერალმა ოდესღაც მშვიდობის ხელადა ახსენა-მგონი ის გვჭირდება ამდენ სხვადასხვა აზრებით თავმოყრილ ადამიანს. ნუ დავამსგავსებთ აქაურობას ბრძოლას წესების გარეშე-ბრძოლა კი ბატონო იყოს, მაგრამ
წესების გარეშე არა.
მალხაზ ხარბედია - 21 ივნისი, 2012 - 16:38
ამ წინა კომენტარს წავშლი, თუ დღის ბოლომდე ქართულად არ დადებს მისი ავტორი!! სიმართლე გითხრათ, ამოხვედით უკვე ყელში გიგო მესხიშვილის მომხრეებიც და მისი მოწინააღმდეგეებიც. წერეთ ქართულად.
a - 21 ივნისი, 2012 - 13:01
moicadet ra... es pastorali iqneba tu sxva rame magaze ukve agar maqvs laparaki, ise ver vitben da mainc vityvi, tqven axsenet rom dzalian dzviri jdeba mand jama...exla ki zabegalovkas uzodebt... mashin ragas skdebodit jama smit mand da ras izuxebdit tavs am statiis zerashi ha ?
da kide ragac statias zert " kritikas " da aqveynebt , tu xalxs upleba ar aaqvs gamoxatos tavizi azri romc ar getanxmebodet da egreve uzodebt mat " tanamshromlebi " an " erti da igive adamiani " da gamodis rom erti da igive ukacravad da tqven brdzandebit, mashin romeli erti jurnalisti tu kritikosi tqven xart ? zeret tqventvis da iqnebit zynarad, aravin ar mogishlit nervebs da aseve arc tqven moushlit nervebs sxvebs uazrobebit da sheurazyopas mkitxvelebs da klientebs ar mogvayenebt .MADLOBT