Foodie From Georgia - 4 ივნისი, 2012 - 19:44
თითქმის ყველაფერი ისეა, როგორც ტრადიციულად ამზადებენ ბერძნები, თუმცა ისინი როგორც წესი თითქმის 1 კილომდე ხახვს იყენებენ, დაუჭრელად, მთელ–მთელს ხორცთან ერთად შუშავენ. http://bit.ly/LgYqCE
და ყველაზე მთავარი დარიჩინის ხვეულები :) :)
სერგი - 1 ივნისი, 2012 - 15:45
ოხ რა დიდი სურვილი მაქვს ასეთი მარანი მქონდეს
მალხაზ ხარბედია - 31 მაისი, 2012 - 23:17
გიორგი, ყველა ზემოთჩამოთვლილ სტატიას შეიძლება მიაგნოთ ამ ბლოგზე. ელექტრონულად. ყველა ავაკრეფინე თავის დროზე და აქ დავდე.
მალხაზ ხარბედია - 31 მაისი, 2012 - 23:16
ქეთი მეც მაქვს ეგ ნარკვევი, იმავე ავტორის წიგნშია შესული, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოვიდა: "კვების ხალხური კულტურა და ....."
ქვევრი - 31 მაისი, 2012 - 22:25
ვიპოვე... თუმცა, როგორცა სჩანს ჩემთვის მეხსიერებას უღალატნია და სტატია ძეგლის მეგობარში კი არა, არამედ არის წიგნში: "მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის ХХIII"(თბილისი 1987). სახელდახელო სუფრა. გიორგი გოცირიძე. გვერდები: 94-99.
ქვევრი - 31 მაისი, 2012 - 22:01
ვბოდიშობ აქამდე რომ ვერ ვუპასუხე თქვენს შეკითხვას.
საქმე ისაა, რომ ის ნომერი აღარ მახსოვს რომელი იყო. ვეცდები გადავხედო ნომრებს და რამენაირად ვიპოვო დრო რომ მექნება. სამაგიეროდ სეიზლება აი ამ ინფორმაციამ დაგაინტერესოთ: ძეგლის მეგობარის 16 გამოცემა (თბილისი 1968) მთლიანად ვაზსა და ღვინოს აქვს დათმობილი. რას აღარ ნახავთ ამ გამოცემაში: ვაზი ხალხურ სიტყვიერებაში; ძველი ლეგენდა ვაზის კულტურის წარმოშობისშესახებ; აგუნა-აგუნა; ასღვინე ჭურჭელი- საწდე, სასმური; ღვინის დაჭაშნიკება საქართველოში; ქართული მარანი; ქართული მარნის ხუროთმოძღვრება; მეღვინეობის საკითხები ლენტეხის რაიონში; საწნახელი; ვაზის ტერასული კულტურა მესხეთში; მევენახეობა კახეთში, საქართველ - კლასიკური მეღვინეობის ქვეყანა; ვაზის და ღვინო დავითიანში.
აი სულ ესაა, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ერთობ საინტერესო გამოცემაა ხომ? როდესაც ვიპოვნი იმ ნომერსაც დავწერ.
mamuka - 31 მაისი, 2012 - 21:54
მაიკოპში მუხის კასრებს ვამზადებთ და საქართველოში შემოგვაქვს.ვამზადეფთ 225,300,500 ლ-ან კასრებს.(ფრანგები მაიკოპში მუხის მასალას ყიდულობენ და საფრანგეთში გააქვთ.) ს|ტ 574 88 01 10.