Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამერიკელები მეტ ღვინოს სვამენ

კომპანია Gomberg, Fredrikson & Associates-ს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ დღესდღეობით ამერიკის შეერთებული შტატები ღვინის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია და ამ საკითხში საფრანგეთსაც კი უსწრებს. თუმცა, ერთ სულ მოსახლეზე ღვინის მოხმარების რაოდენობის მიხედვით, პირველობას მაინც საფრანგეთი ინარჩუნებს. ამერიკის მონაცემები ქვეყნის მოსახლეობის სიდიდის ხარჯზე (307 მილიონი ადამიანი) გამოიყურება ასე შთამბეჭდავად, თორემ წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 9,73 ლ ღვინო მოდის, რაც სულაც არაა ბევრი. შედარებისთვის, ერთ სულ მოსახლეზე საფრანგეთში წელიწადში საშუალოდ 53,22 ლ, იტალიაში – 50,06 ლ, ხოლო პორტუგალიაში – 44,32 ლ ღვინო ისმება.

კალიფორნიაში გამართული  Unified Wine & Grape Symposium-ის მონაწილეებმა, ზემოხსენებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ დარგი სწორი მიმართულებით, იმედისმომცემად ვითარდება. კვლევითი კომპანია Nielsen-ის გამოკვლევების თანახმად, 2010 წელს, დაფასოებული პროდუქციის კატეგორიაში გაყიდვების ზრდის ტემპის მაჩვენებლების მიხედვით, ღვინომ მესამე ადგილი დაიკავა. ,,მძიმე დღეები წარსულს ბარდება, ახლა ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილნი და არ ჩამოვრჩეთ სიახლეებს” – განაცხადა Nielsen-ის წარმომადგენელმა დენი ბრეიჯერმა.

2010 წელს აშშ-ში 278 მილიონი კეისი ღვინო გაიყიდა, რაც 2009 წელთან შედარებით 5 მილიონი კეისით მეტია. კალიფორნიული ღვინოების წილი ამ მაჩვენებელში 61%-ია, სხვა შტატებში წარმოებული ღვინის რაოდენობა 7%-ს აღწევს, ხოლო დანარჩენი ღვინო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაა იმპორტირებული.ამასთან, როგორც ჩანს, მომხმარებლები მზად არიან ღვინოში უფრო ძვირი გადაიხადონ – გასული წლის მეორე ნახევარში 20 დოლარზე მეტი ღირებულების ღვინის გაყიდვებმა 12%-ით მოიმატა. ამერიკაში ღვინის ძირითადი მომხმარებლები 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდები არიან. სპეციალისტებმა 17-დან 34 წლამდე ასაკობრივი კატეგორიის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის შესახებაც განაცხადეს, ასეთი კი ამერიკაში 70 მილიონი ადამიანია.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.