Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შერი, პორტვეინი და ვერმუტი - საზაფხულო გამაგრილებელი სასმელები

გარდა იმისა, რომ ალკოჰოლის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, შემაგრებულ ღვინოს უნიკალური გემო და არომატები ახასიათებს. შემაგრებული ღვინოების საწარმოებლად ძირითადად ღვინის სპირტი გამოიყენება, თუმცა შეიძლება მის ნაცვლად ნეიტრალური სპირტის გამოყენებაც, რომელიც ყურძნისგან ნარჩენებისგან, მარცვლეულისგან, შაქრის ჭარხლისგან ან შაქრის ლერწმისგან მიიღება. 

The guardian საზაფხულო  შემაგრებულ ღვინოებზე წერს. ერთ-ერთი სწორედ პორტვეინია. როგორც ჩანს, ის ძირითადად ზამთარში იყიდება ხოლმე, შობის წინა დღეს განსაკუთრებით, თუმცა თეთრი პორტვეინი ნელ-ნელა უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ავტორი შედარებით მსუბუქი სტილის, Croft-ისა და Taylor’s-ის პორტვეინს გვთავაზობს. 

ზაფხულის კიდევ ერთი შესანიშნავი გამაგრილებელი სასმელია ვერმუტი, რომელიც არა მხოლოდ შემაგრებული ღვინოა, არამედ არომატიზებულია მწვანეულითა და სხვა მცენარეთა ფესვებით, მერქნით, ყვავილებითა და სანელებლით. ის პირველად მე-18 საუკუნეში, ტურინში დამზადდა და მიუხედავად იმისა, რომ ვერმუტი თავდაპირველად სამედიცინო მიზნებისთვის გამოიყენებოდა მხოლოდ, ნამდვილი პოპულარობა, როგორც აპერიტიმვა, ისე მოიპოვა. ძირითადად ვერმუტის ორი ტიპი არსებობდა, მშრალი და ტკბილი, თუმცა მოთხოვნისა და კონკურენციის გამო მწარმოებლებმა შექმნეს თეთრი მშრალი, ქარვისფერი, ვარდისფერი და თეთრი ტკბილი ვერმუტი. ავტორი Morrison-ის ვარდისფერ ვერმუტს გვირჩევს, რომელიც, მისი აზრით, საუკეთესოა თავისი ფასის კატეგორიაში. სტატიაში საუბარია თეთრი ვერმუტის სხვადასხვა სტილზე. როგორც ვკითხულობთ, ბიანკო საკმაოდ ტკბილია, ჯულიო კოკის ვერმუტი კი მშრალი და ძალიან გემრიელია. ის ლიმონთან და ტონიკთან ერთად ისმება, ბიანკო ვერმუტი კი ფოროხლის ნაჭერთან ერთადაა სასიამოვნო. ვერმუტი გემრიელია ცივი, თუ მაცივარში არ ინახებოდა, მაშინ ჭიქაში ბევრი ყინულის კუბი ჩაყარეთ და სასმელი ისე მიირთვით. 

შერი (ხერესი) თეთრი ღვინის ყურძნისგან მზადდება. მშრალ ვერსიებში ძირითადად Palomino-ს ყურძენს იყენებენ, ხოლო ტკბილი ვარიანტები შეიძლება შეიცავდეს მუსკატის ვაზის ჯიშსა და ხიმენესს. შერი უნიკალურ სისტემაში, სოლერაში ძველდება, სადაც სასმელი კასრებში წლების განმავლობაში ყოვნდება. შერი სხვადასხვა ტიპისაა, შეიძლება იყოს მშრალი (Fino და Amontillado), ტკბილი (Oloroso და Palo Cortado) და ბუნებრივად ტკბილი სახეობა, მაგალითად Moscatel და Pedro Ximenez. 

სტატიის ბოლოს ავტორი რამდენიმე ბოთლ სასმელს ურჩევს მკითხველს. Gonzalez Byass La Copa Vermouth Blianco არის არომატიზირებული შერი, კრემისა და ფორთოხლის არომატებით. ისმება ცივი, ყინულთან და ტონიკთან ერთად. Cockburn’s Fine white Port თეთრი პორტვეინია, გემრიელია ლიმონთან და პიტნასთან ერთად. სასმელების სრული ჩამონათვალს შეგიძლიათ The Guardian-ის სტატიაში გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული