Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“განსაკუთრებული ქართული ღვინო ქვევრის გარეშეც შეიძლება დამზადდეს” - გერმანელი ღვინის ექსპერტები ქართული ღვინის შესახებ

გერმანიაში ქვევრის ღვინოზე მეტად კლასიკური ტიპის ქართული ღვინოები ფასობს. დღეს გერმანელი ღვინის მწერლის რჩეულ ღვინოებს გაგაცნობთ, რომელთაგან არც ერთი არ არის ქვევრში დაწურული.

იიენს პრივი ღვინის მწერალი და რამდენიმე მნიშვნელოვანი წიგნის ავტორია. გერმანულ ღვინის ჟურნალებში, მათ შორის WeinKenner-სა და Feinschmecker-ში  ხშირად შეხვდებით იენსის სტატიებს. გასულ კვირას ღვინის ექსპერტმა ქართული ღვინის დეგუსტაციისას რჩეული ღვინოები გაუზიარა მკითხველს. 

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ინგლისელმა ღვინის ექსპერტმა  რობერტ ჯოზეფმა აღნიშნა, რომ ქართული ღვინო კლასიკური, "ევროპული". ტექნოლოგიით დამზადებულიც ძალიან კარგი შეიძლება იყოს, მათ შორის კასრში დავარგებულიც: “ზოგი ამბობს, რომ ქართული ღვინის ხარისხს ის განსაზღვრავს, ქვევრშია თუ არა ის დაყენებული, თუმცა რა თქმა უნდა, ეს სიმართლე არ არის. ორივე ამ ღვინოს ფერმენტაცია ჯერ უჟანგავი ფოლადის ავზში აქვს გავლილი, შემდეგ კი ფრანგულ კასრშია დავარგებული, თუმცა ორივე არაჩვეულებრივი და ხარისხიანი ღვინოა “

ექსპერტების რჩეული ღვინოა “შატო მუხრანის” 2018 წლის საფერავი Reserve Royale - რომელიც, იენის თქმით, “შატო მუხრანის” საუკეთესო ღვინოა: “მუქი ხილისა და მოხალული ყავის მარცვლების არომატები აქვს, იგრძნობთ სანელებლებისა და მიწის ტონებსაც. ცნობილი ბრიტნული ინტერნეტპორტალის World's Best Vineyards-ის რეიტინგში შატო მუხრანი საუკეთესო 100-ს შორისაა."

მეორე ღვინო, რომელმაც ღვინის ექსპერტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ეს არის “შატო ლიპარტიანის” 2014 წლის Georgian wine - Caucasus. ეს ღვინო კომპლექსურია, თუმცა ძალიან ხავერდოვანია ამავდროულად.  აქვს ხილის, ტრიუფელისა და ველური მწვანილის პიკანტური ნოტები. იგი ოდნავ ღია ფერისაა და 

 ბურგუნდიულს ჰგავს. თუმცა ეს იმასაც აღნიშნავს, რომ ღვინო ძველია და, შესაბამისად, უფრო განვითარებულია მასში, მწიფე და „ტკბილი“ ტონები, ვიდრე “შატო მუხრანის” საფერავში. 

ღვინოში 95 პროცენტით საფერავის  და 5 პროცენტით ალადასტურის ვაზის ჯიშია გამოყენებული: “ვაზი კახეთში, კავკასიონის ძირში ხარობს, თავად შატო კი თბილისშია. სამწუხაროდ ღვინო გერმანიაში არ იყიდება. ინგო სიმონის დახმარებით ორი ბოთლი “ლიპარტიანის” საწყობიდან დრეზდენში ბრმა დეგუსტაციაზე წარადგინეს, რომელიც მე იანვრის ბოლოს კიოლნში მოვაწყვე. შედეგი კი შემდეგი იყო: მან დეგუსტატორების შეფასებით მეორე ადგილი დაიკავა." ტატიას შეგიძლიათ Weinkenner-ის გვერდზე გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.