Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართლი მსოფლიოს 12 დაუფასებელ ღვინის რეგიონს შორის - Vogue

ნაპას ველში, ბორდოსა თუ ტოსკანაშიც კი, შეიძლება ითქვას, რომ არსებობს ერთი მაინც დაუფასებელი რეგიონი, რასაც არა ხარისხი ან მიმზიდველობა განაპირობებს, არამედ მრავალი მიზეზი, რის გამოც ნაკლებად ცნობილია ამა თუ იმ რეგიონის ღვინოები, იქნება ეს საერთაშორისო ცნობადობის დეფიციტი თუ მეღვინეობის პრაქტიკა. სტატიაში 12 დაუფასებელ ღვინის რეგიონზე ვკითხულობთ, რომელთა შორისაც ქართლიცაა. 

მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული, თუმცა ნაკლებადცნობილ ღვინოებს შორის, ნიკოლ კლიესტის მიერ დაწერილ სტატიაში ქვემო ქართლის რეგიონში წარმოებული ღვინოზეც ვკითხულობთ: “მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უძველესი რეგიონი წესით საყოველთაოდ ცნობილი უნდა იყოს ყველასთვის, თუმცა იმას მიზეზი უნდა ჰქონდეს, რის გამოც იგი ჯერ კიდევ უცნობია” - აღნიშნავს ავტორი. 

Vogue-ს სტატიაში ვკითხულობთ ქართულ ღვინის კულტურაზეც: “ის ათლწულების განმავლობაში საბჭოთა მმართველობის ქვეშ იყო, რამაც ღვინის კულტურაზე საკმაოდ დიდი გავლენა იქონია. მხოლოდ 4 ვაზის ჯიში იყო, დანარჩენებს არ იყენებდნენ და ზოგს საიდუმლოდ ინახავდნენ” - ამბობს ღვინის ჟურნალისტი და ავტორი რეიჩელ სიგნერი. “საქართველოს დამოუკიდებლობასთან ერთად მათ ხელახლა აღმოაჩინეს ღვინის კულტურა და მსოფლიოსთვის ფართოდ გაზიარებაც დაიწყეს. თუ ქარვისფერი ღვინით დაინტერესდებული ხართ, საქართველო სწორედ ის ადგილია, სადაც ღვინის ამ კატეგორიას ყველაზე სიღრმისეულად აღმოაჩენთ”. - ვკითხულობთ სტატიაში.

სინგერი ასევე ქართულ ღვინის ტექნოლოგიაზეს საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოფნისას არავიტარ შემთხვევაში არ უნდა აჩქარდეთ: “დრო დაუთმეთ ღვინის მარნებსა და საქარმოებს, რადგან იქაური ღვინის დაყენების ტექნოლოგია მართლაც წარმოუდგენლად საინტერესოა, ნურც უარს იტყვით იმ კერძებზე, რომლებსაც შემოგთავაზებენ” - წერს ავტორი.

ავტორი ქართლთან ერთად დაუფასებელ ღვინის რეგიონებს შორის ესპანეთში შერის რეგიონს, იტალიაში პულიას,  კანადაში ოკანაგის ველსა და შვეიცარიასაც ასახელებს. სტატიას სრულად Vogue-ს გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.