K в е в р и - 12 ოქტომბერი, 2012 - 18:48
ღვინოვ კახურო რომ აჯახოთ ? ან ღვინოს დავლევ წყალს არა? ა?
teona - 12 ოქტომბერი, 2012 - 17:15
ავტორი სტატიებს შეგნებულად წერს მე-19 საუკუნის ქართული გაზეთების სტილში თუ ბუნებრივად გამოდის ეგეთი სინტაქსი? :)
მალხაზ ხარბედია - 12 ოქტომბერი, 2012 - 14:02
სიმართლე გითხრა, ეგ მუზიკა მეც მინდა შევცვალო. მიუხედავად იმისა, რომ კუსტურიცა–ბრეგოვიჩთან საერთოდ არაფერი აქვს საერთო :)
მალხაზ ხარბედია - 12 ოქტომბერი, 2012 - 14:01
ანონიმო, აბა რისი რეგიონია, მაკედონიის? :) ბოჟოლე საფრანგეთის ღვინის რეგიონია. ნაწილობრივ რონის დეპარტამენტს ეკუთვნის, ნაწილობრივ ბურგუნდიას.
voldemari - 11 ოქტომბერი, 2012 - 21:49
აუცილებელია გოჭი და ღორი იყო ღვინო და არაყი რომ უფასოდ დაგალევინონ? ადამიანებზე აღარ ატარებენ ექსპერიმენტს?
K в е в р и - 11 ოქტომბერი, 2012 - 16:07
რადიოგადაცემა "ღვინის გზამკვლევს" ეს მუსიკა რომ შეუცვალოთ არა? ესე მგონია, რომ ტვინნაღრძობი კუსტურიცას ფილმი იწყება-მეთქი :) (ნახევრად ვხუმრობ, თანაც როგორც შემიძლია და ნუ მიწყენთ).
kvevrei - 11 ოქტომბერი, 2012 - 15:48
ბიჯორ რამდენი ფიქრი და შრომა დასჭირებიათ ამერიკელ მეცნიერებს იმაზე, რასაც ქართველი ლოთები (ჩემი ჩათვლით) იმ თავითვე მიხვდნენ და ჩასწვდნენ :)
გიორგი - 7 ოქტომბერი, 2012 - 22:31
ქართულ მარანზე და მის სახელწოდებაზე ბევრი საინტერესო მოსაზრებაა გამოთქმული, მაგრამ მარანი რომ, სახელწოდებაა და თანაც ძველ ქართული ამაზე რამდენიმე ენათმეცნიერი მუშაობდა. ჩვენ გამორჩევით ავღნიშნავთ ენათმეცნიერის პროფ.მ.ქურდიანის მოსაზრებას და ვფიქრობთ უფრო უპრიანია ასეთი აზრი. ამ საინტერესო წერილში საერთოდ ნახსენები არაა ,,ზედაშეს" ღვინო და მისი დაყენების წესები. არადა ეს ტრადიციაა თავი და მთავარი, რომელიც ღვინოს ქართულ წარმოდგენაში ,,ღვთაებრივ" სასმელად იცნობდნენ. მარანი წმიდა ადგილია იქ მამაკაცი მუშაობს და ,,მარი"-ს ადგილია (,,მარე" - კაცი . სვანური). აქედანა ,,სამარე" (საკაცე). ,,მარეული" ღვინო - ნიშნავს ძალიან ძლიერ ღვინოს, მრავალჯერ გადატანილს და მორეულს(მოძრაობის ნიშნად. დ.ფიროსმანაშვილი 80 წ. მააჩხანი). ქართველურ ენებს და ქართულ დიალექტებს აქვთ შენარჩუნებული სახელწოდების ზოგიერთი უძველესი ფორმა, რომელიც სალიტერატურო ენაში მშრალად შემორჩა. სახელწოდება ,,მარანი" უძველესი სახელწოდებაა და იგი წმიდა ადგილია. ზედაშეს ღვინის გახსნის დროს ილოცებოდა ,,ნანა" ღვთაების ლოცვები, რომელიც 80-იან წლებში კიდევ ახსოვდათ ტიბაანში და არბოშიკში ღრმა მოხუცებს. სამწუხაროა, ეთნოგრაფების უყურადღებობა ასეთ მნიშვნელოვანი რიტუალის მიმართ.
მალხაზ ხარბედია - 6 ოქტომბერი, 2012 - 16:51
ძალიან საინტერესო გადაცემა გამოვიდა. 1. დიალოგი ქართლის მეღვინეობის შესახებ იაგო ბიტარიშვილთან ერთად. 2. მამუკა წერეთელი, ქართული ღვინის იმპორტიორი აშშ–ში, გამოცდილება და პერსპექტივები, სალომე აფხაზიშვილის სიუჟეტი ელის ფეირინგის წიგნზე Naked Wine, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ქართულ ენაზეც ითარგმნა. ასევე ახალი ამბები...