Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ცქრიალა ღვინის ფესტივალი 2024 - მონაწილეები

1 დეკემბერს, 12:00-დან “ღვინის კლუბი“ ცქრიალა ღვინის მესამე ფესტივალზე გეპატიჟებათ. ფესტივალი „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით გაიმართება მთაწმინდაზე, კლუბ „ანდერვილში“.

კვირას, მთაწმინდაზე დაგხვდებათ სასიამოვნო გარემო, სადაც მეღვინე-მევენახეები იქ მყოფებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. გასინჯავთ ცქრიალა ღვინის სხვადასხვა კატეგორიას. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ყველა სტილის ცქრიალა ღვინის მწარმოებლები: შამპანური მეთოდი, პეტნატი (ნატურალური ცქრიალა), შარმას მეთოდი, შუშხუნა ღვინო. მთლიანობაში წარმოდგენილი იქნება 35 მარანი, ფესტივალის მნიშვნელობისა და მოლოდინების შესახებ მეღვინეობა “სატრფო” გვესაუბრა: “უპირველესი სიხარული არის ის რომ სტუმარს მოეწონება, დადებითად დაახასიათებს და შესაძლოა ისეთი რამ აღმოაჩინოს შენს ღვინოში რომელის შესახებ წარმოდგენაც არ გქონია. ხშირად ყოფილა შემთხვევები როდესაც ღვინის მოყვარული ესა თუ ის პიროვნება დაგვკავშირებია და ჩვენი ღვინით შთაგონებულს და მოხიბლულს კომპლიმენტები არ დაუშურებია. განსაკუთრებულად მახსენდება გერმანელი სტუმრები რომელბმაც ფესტივალზე გასინჯეს ჩვენი ღვინო, ძალიან მოეწონათ, შემდეგ ერთერთ ბარში დააგემოვნეს და პატარა ფოტოკოლაჟიც მოგივძღვნეს. ასეთი მომენტები ძალიან სასიხარულოა, თავდაჯერებულობას და სტიმულს გმატებს, რაც ძალიან საჭიროა ჩვენს საქმიანობაში.”

როგორც “ბაგრატიონი 1882”-დან ნათია ერისთავი გვიყვება, ამ ფესტივალზე სტუმართან უშალო კომუნიკაციაა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი და მათთვის კომპანიის ღირებულებების, მისიისა და პროდუქტის წარდგენა: "ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებლთან ყოველთვის ახლოს ყოფნაა. მომხმარებელთა მოთხოვნები სულ უფრო იზრდება და მრავალფეროვანი ხდება, რაც პარალელურად პროდუქციის ხარისხის ზრდას იწვევს. . თუ 2000-იანი წლების დასაწყისში აქცენტს ძირითადად, პროდუქტის ხარისხსა და ფასზე ვაკეთებდით, დღეს მომხმარებელი აკვირდება კომპანიის მიდგომასაც მომხმარებლის მიმართ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ის თითოეულ კლიენტს  და რამდენად ეფექტურად შეუძლია მას  კომუნიკაციის დამყარება. ამას თან ერთვის სოციალური პასუხისმგებლობა და სხვა საკითხები, რაც საბოლოო ჯამში, ბრენდზე წარმოდგენას უქმნის მომხმარებელს”.

ფესტივალზე მონაწილეობას პირველად იღებს Lechkhumi seafloor Vineyards. გიორგი გოგლიძე მოლოდინებს გვიზიარებს: “ფესტივალში პირველად ვიღებთ მონაწილეობას, ფესტივალი ჩვენთვის ერთგვარი გზისმკვლევია ცქრიალა ღვინის ქართულ ბაზარში იმის მიუხედავად რომ ჩვენც მწარმოებლები ვართ. მოუთმენლად ველით გავიცნოთ უფრო ფართო აუდიენცია, მოყვარულები და ექსპერტები ამ სფეროში. ამ დღისთვის ვამზადებთ და ვხვეწავთ ჩვენი ისტორიის შეთავაზებას, გვინდა რომ სტუმრებს ისე წარვუდგინოთ ჩვენი მეღვინეობა და ცქრიალა ღვინო, როგორც ლეჩხუმის მეღვინეობას შეეფერება.“

ღვინის გარდა გელით გემრიელი მისაყოლებელი, გართობა და მთაწმინდური ზამთარი. ესეც ფესტივალის  მონაწილეთა სია: 

1. აგიდელა

2. არჩილ გუნიავას მარანი

3. ბაგრატიონი 1882

4. ბადაგონი

5. ბაიას ღვინო

6. ბაწაშვილის მარანი

7. Gem

8. დამილიე

9. თამაზ ბასილაძეს მარანი

10. იორა-მარანი და დისტილერია

11. კრიკინა

12. კოლაგის

13. ლაშას მარანი

14. Lechkhumi Seafloor Vineyards

15. მარანი ლოკოკინა

16. მარმენიო

17. მეღვინეობა ნაგუთნები

18. მეღვინეობა რერო

19. მშვენიერაძეების მარანი

20. ნადელები

21. ნიკიფორე

22. რთველისი

23. სატრფო

24. საწნახელი

25. სიმონიკა - ჩხეიძეების ღვინო

26. Temivino

27. ტიფლისსკი ვინნი პოგრებ

28. უჩას ღვინო

29. უფლისციხის მამული

30. უწყინარი

31. ქვევრისეული

32. ღვინის კომპანია შუმი

33. ღვინო მოსულა Vivere Wine

34. შავი ცხვარი

35. ჯორჯიან სფარქლინგ

სხვა კომპანიები:

36. ტაბლა ნოვა

37. ღვინის კლუბი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.