Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მევენახეები ჩაბარებული მოსავლის საფასურს ვერ ღებულობენ

მთავრობის მიერ საგანგებოდ ორგანიზებულ რთველს სიღნაღში გარკვეული პრობლემები ახლავს. ქიზიყელი მევენახე, ოთარ ვარდიაშვილი რადიო ჰერეთთან საუბარში აცხადებს, რომ კუთვნილი საფერავი წნორის ღვინის ქარხანას 45 თეთრად ჩააბარა, თუმცა ფულს უკვე ორი კვირაა ვერ ღებულობს. ვარდიაშვილის მსგავსად კუთვნილ თანხას სიღნაღში მევენახეების უმეტესობა ელოდება. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც გასული წლის თანხებიც მისაღები აქვთ. ვაჟა ღვედაშვილი, რომელიც წნორის ღვინის ქარხანასთან მეორე დღეა, ღამეს ათევს ამბობს, რომ გასულ წელს ჩაბარებული ყურძნის საფასური 2000 ლარი ჯერ კიდევ მისაღები აქვს. “შარშანდელი ფული 2000 ლარი მისაღები მაქვს და წლევანდელიც. ყველაფერი მეორდება, იგივე ქარხანა იგივე პრობლემები მხოლოდ ინვესტორია შეცვლილი” - განუცხადა რადიო ჰერეთს ვაჟა ღვედაშვილმა. ქარხანაში პასუხისმგებელი პირი ვინც მევენახეებს თანხის მიღების ზუსტ თარიღს ეტყვის არავინაა. მათთან არც სატელეფონო კავშირია შესაძლებელი. ქარხნის რკინის კარი, რომელთანაც ქიზიყელი მევენახეები უკვე ორი კვირაა ფულს უშედეგოდ ელიან, რადიო ჰერეთისთვისაც დახურული აღმოჩნდა.

რადიო "ჰერეთი"

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული