გამოქვეყნებულია: 1 ივნისი, 2013 - 20:14
საჭირო მასალა: 200 გ ნედლი ჯანჯაფილი, 2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო,
2 თავი ხახვი, 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 4 კბილი ნიორი.
მარინადისათვის – 2 ჭიქა ძმარი (თუ ძმარი ძალიან ცხარეა, 0.5 ჭიქა შევცვალოთ ანადუღარი წყლით), 0.5 ჭიქა შაქარი, 1-2 ჩ.კ. პილპილი, 0.5 ჩ.კ. მარილი.
მომზადება: ჯანჯაფილის ფესვი გავთალოთ და მსხვილ სახეხზე გავხეხოთ, სტაფილო გავთალოთ და დავჭრათ მოგრძო, თხელ ნაჭრებად, ნიორი გავარჩიოთ და შუაზე გავჭრათ, ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა, ბულგარული წიწაკა – გრძელ ნაჭრებად. ბოსტნეული ავურიოთ და მინის ქილაში მოვათავსოთ. მოვამზადოთ მარინადი – ძმარში გავხსნათ შაქარი, მარილი, პილპილი და დავასხათ დაჭრილ ბოსტნეულს. დავახუროთ თავზე და გავაჩეროთ 12 საათი, შემდეგ მოვათავსოთ მაცივარში. 2-3 დღეში სალათა მზად იქნება.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი