Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კივის ღვინო

ინდოეთის ქალაქ პუნაში მდებარე მარანი Rhythm Winery კივის ღვინის წარმოებას იწყებს. ამის შესახებ კომპანიამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონის შტატ არუნაჩალ-პრადეშის ხელისუფლებასთან. კივის ღვინო, რომელსაც Arun Kiwi ერქმევა, ბაზარზე უკვე ამ ზაფხულს გამოჩნდება და 750 მლ-იანი ქილა დაახლოებით 470 რუპია (7.8 დოლარი), ხოლო 375 მლ-იანი 270 რუპია (4.5 დოლარი) ეღირება. სპეციალისტთა თქმით, კივის ღვინო სიტკბოსა და მჟავიანობის იდეალური შეხამების ნიმუშს წარმოადგენს. არუნაჩალ-პრადეშის შტატში ყოველწლიურად საშუალოდ 4.5 ათასი ტონა კივი მოყავთ, აქედან 2.5 ტონას ამიერიდან მარანი Rhythm Winery მიიღებს და 3.5 ათას ლიტრ სასმელს დაამზადებს. კივის ღვინის გაყიდვებიდან მიღებული მოგება შტატის ბიუჯეტში გადაირიცხება. მთელი ამ კამპანიის მიზანი კი საზოგადოებაში კივის წარმოების პრესტიჟის გაზრდა და ამ საქმიანობით დაკავებულ ფერმერთა წახალისება გახლავთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული