Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზის მოყვანა, მყნობა, თოხნა, ბარვა, გადაწვენა


ლ.ე. ჯორჯაძე, მევენახეობა და ღვინის დაყენება, კეთება და გაუმჯობესობა: ხელთმძღვანელობისათვის კახური ღვინის მაყენებლებისა. 1876.

ვაზის მოყვანა ყურძნის თესლით ესე იგი წიპწით

ვაზის გაჩენა ყურძნის თესლითაც შეიძლება, მხოლოთ გვიან იზრდება, როდესაც ყურძენსა სწურამდეთ, სანამ დაიდუღებს ტკბილი, უნდა კურკა გადაარჩიოთ, გარეცხოთ, გააშროთ და ქვიშაში შეინახოთ იმისთანა ადგილსა სახლში სადაცა არა ჰყინამდეს და არც სითბო იყოს. ეს თესლი გაზაფხულზედ მარტის თვეში დათესეთ კარგს მიწაში, როგორც აკეთებენ ბოსტნეულისათვისა და უთოვოდ ამოვა ვაზი. კურკაზედ მოყვანილი ვაზი უფრო დიდხანსა სძლებს, რადგან მიწასა თესლი უფრო ითვისებს, რომლის გამო, ვაზი იზრდება საღი, უზადო და არა ბერდება მალე, და ამასთან, ზოგიერთის მწერლების თხზულებაში სწერია რომ ვითომც მარცვალსაც უფრო სხვილს იკეთებდეს, ხოლო ყურძენს კი გვიან მოისხამს.
    შემოდგომაზედ დათესილი კურკა ამოდის გაზაფხულზედ. და გაზაფხულზედ დათესილი ამოდის მეორე გაზაფხულზედ. ზოგნი სახლში სთესავენ იასჩიკში, იანვარშივე, რომელიც სითბოსაგან გაზაფხულზედ ამოვა და შემდეგ გადარგვენ ხოლმე. დათესის შემდეგ რომ დააყაროთ ზემოდამ ნაცვლად მიწისა ერთი ვერშოკის სისქეთ დამწვარი ძველი სასუქი ქვიშა გარეული კარგია და უფრო ადვილათ და კარგათ ამოვა ვაზი.

ვაზის მყნობა

ვაზის მყნობა, შეიძლება, ამისათვისა, რადგან საფერავის ვაზი და მწვანე ყურძნისა არის ფრიად ნაზი ხე, რომლებიც მალე ბერდება და მცირე მიზეზის გამო მალეც ხმება, ამ საფერავის და მწვანე ყურძნის ვაზის რქასა ამყნობენ იმისთანა ვაზის ჯიშზედ, რომელიც უფრო დიდხანსა სძლებს ხოლმე.
ვაზის მყნობა შეიძლება იმ გვარად როგორც ხეხილის ხეებისა, ესე იგი: ფოთლით, კვირტით და რქით, ხოლო რქით მყნობა სჯობია, რომელიც კეთდება ასე: ძვლიანი ვაზი გადასჭერ მიწის პირათა, გახეთქე და იმაში ჩაურჭე სამყნე შტოები ერთი წლის ვაზისა ესე იგი ერთი წლის გამოტანილი რქისა ანუ ტოტისა, იმ გვარად, როგორც ხის ტოტები ემყნობა ხოლმე, ხოლო სამყენ ტოტსა, ჩასარჭმელი ადგილი სადაც დაეჭდევა ხოლმე უნდა ჰქონდეს ძვლიანი, და იმას ზემოდამ იყოს ახალი რქა, შემდეგ მაზი წაუსვით, შეკარით და შემოაყარეთ ბლომათ მიწა, რომ ნამყენი ადგილი მიწაში დამალული იყოს, ჰაერი და სიცხე ხვდებოდეს და ზაფხულში მორწყეთ ხოლმე, რომ მიწა ყოველთვის ნოტიო ჰქონდეს, რომ ვაზი არ წახდეს გადაჭრითა, რადგან იქმნება რომ არ იხაროს ნამყენმა, ამისათვის ვაზი არ უნდა მოიჭრას დაბლა, უნდა მაღლა ამყნოთ, შემდეგ გადააწვინეთ მიწაზედ და ის ნამყენი ადგილი ჩაუმარხეთ მიწაში, და როდესაც იხაროს, ისევე ამოიღეთ მიწიდამ და ფეხზედ დააყენეთ ვაზი. ასე გაკეთებული ვაზები კარგათ ხარობს და ამასთან თუ ვინიცობა მოსცდა ნამყენი, მაინც ვაზი წამხდარი არ იქმნება, იმას ააყენებთ და ისევე ვაზათ იქმნება.

ახალი ჩაყრილი რქის თოხნა

ახალ ჩაყრილ რქასა სამ წელისადს უნდა თოხნა და ყოველ წლივ ორჯელ: ერთი მარტში და მეორე მაისში, თორემ დაიჩაგრება და გვიან გაიზდება და ზოგი კიდეც გახმება ნახარები. - (ნახეთ სტატიები ბარვაზედ, თოხნაზედ და ვაზის გადაწვენაზედ).

ვენახის ბარვა პირაღებითა ესე იგი ყველგან

    ვენახის ბარვა პირაღებითა ზამთარში და თოვლში სჯობია, ამისათვისა რომ დაბარული მიწა, ზამთარში სიცივისაგან და თოვლისაგან უფრო იწვება და კეთდება და ყოველი ბალახის ძირკვი ხმება და ვეღარ ცოცხლდება გაზაფხულზედ. ხირხატ ქვიშიან მიწასა ბარვა და თოხნა არ უნდა ხშირათა, თუ არა პატარა ნაბარ ვაზსა გადაწვენილსა, ამისათვის რომ, რადგან ამგვარი მიწა ფატარია და არალის მტკიცე მაგარი მიწა, ამისათვის სიცხესა აშლილი მიწა უფრო მალე ჩაუშვებს ვაზის ძირკვამდის. და თუ ხშირად მორწყამთ და სიცხეს არ შეაწუხებინებთ, მაშინ ხშირათ თოხნა მოუხდება, რადგან ზემოთა პირი მიწისა გაკეთდება თოხნითა, რადგან ბალახიც აღარ ექმნება და სიცხეც ვეღარას აზნევს ვაზსა, და თუ ბარით აიშალა მიწა, მაშინ სიცხე უთოვოდ აზნევს ვაზსა. - ამ გვარი ადგილი უკეთუ ბლომათ სასუქისაგან გატეხილი იქმნება და ამასთან ქვა და სხვილი ქვიშა გამორჩეული, მაშინ რასაკვირველია, რომ ყოველთვის ბარვა და თოხნა მოუხდება. მაინც ყოველ გვარ შემთხვევაში ამ გვარი ვენახს ადგილსა ბარვა ოთხ წელიწადში ერთხელ ეყოფა და თოხნა კი ხშირად შეიძლება, უკეთუ სარწყავია.
    ხშირათ ბარვა და თოხნა უნდა იმ ვენახსა, რომელიც მდებიარობს თიხა მიწის ნიადაგზედ, ამისათვის რომ ყინვაში, სიცხეში და ქარებში თიხა მიწა რამდვენიც უფრო შრება, იმდენად ხმება, მაგრდება და ვაზის ძირს უჭირებს, რომლისგამო ვაზსა გაახმობს, და რადგან იმას ბარით დაბარამთ და აშლით, ეგრეთვე თოხით აუჩვილებთ მიწის პირსა, მაშინ ვაზის ძირსა ვეღარ მოუჭირებს და ვეღარ გაახმობს. სიცხეში ბარვა მიწას წაახდენს.

ვაზის გადაწვენა

ვაზის გადაწვენა სჯობია თებერვლის ნახევრიდამ ვიდრე მარტის გასვლამდე, ამისათვის რომ ზამთარში ყინვისაგან ვაზი ხმელია და მოხრაში მალე გადატყდება, ამასთან ახალ დაბარულში ყინვა ჩავა ან თოვლი ჩაჰყვება და გაახმობს ვაზსა. ვაზის გადაწვენა შემოდგომაზედაც შეიძლება ვიდრე ყინვები გაჩნდება, მარამ გაზაფხულისა სჯობია ვიდრე კვირტი დაეძრრის ვაზსა. გადაწვენილი ვაზის რქა ორ კვირტზედ უნდა ამოსხლათ და ისე დააყენოთ, უკეთუ თამამი ვაზი არის სამზედ მეტი არ შეიძლება რაც უნდა თამამი რქა იყოს.

ვენახის თოხნა

გადაწვენილ ნაბარ ვაზსა ორ წელიწადს უნდა დათოხნა და წელიწადში ორჯერ: მარტიდამ აპირილის ნახევრამდის ესე იგი მწვანილის (ბოსტნეულის) თესვის დროს და მეორეთაც მაისის თვეში, როდესაც უფრო ბალახი მოდის და იზრდება. მეორე წელიწადსაც ამ დროებში უნდა გათოხნა და შემდეგ წლებში კი აღარ მოუნდება, რადგან ვაზი დამთავრებული იქმნება. და თუ ადგილის მიხედულობით, მთელ ვენახსა ყოველ წლივ უნდა ბარვა და თოხნა, მაშინაც თოხნა უნდა უფრო მაისის თვეშია, რადგან ბალახი მაშინ უფრო მოდის.
    უკეთუ ფატარი ხირხატი მიწა არალის ვენახშია ის ყოველთვის და ხშირად უნდა ითოხნოს, რომ ვაზებში სრულებით ბალახი არ იყოს. ამ გვარად ნამუშავარი ვაზი კარგათაც ხარობს და ყურძენსაც კარგს მოისხამს; და ხირხატი ქვიანი მიწის ვაზის ძირი უკეთუ ბალახისაგან არალის დაფარული, რომლიდამაცა აქვს ჩრდილი, სიცხეში მზის სიცხოველე ჩაუვა ვაზის ძირკვამდისინ და გაახმობს ვაზსა, ამისათვის ამგვარ ადგილების ვენახშია, ხოლოთ მოუნდება დათოხნა პატარა ნაბარ ვაზსა, რადგან იგი გადაწვენის გამო დაბალი არის და ბალახი გადაეფარება ზედ; როდესაც ძალიან აუმაღლდეს ბალახი ვენახსა, ის უნდა გაითიბოს და მაშინვე მოირწყოს რომ სიცხემ არ შეაწუხოს ვაზის ძირი.

პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com



I'm not sure why but this site is loading very slow for me. Is anyone else having this issue or is it a problem on my end? I'll check back later and see if the problem still exists.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული