Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრევეტები გორგონზოლათი

საჭირო მასალა: 400 გ სამეფო კრევეტები, 1 კბილი ნიორი, 20 გ კარაქი, 1/3 ფრანგული ბაგეტი, 1 მწიკვი დაფქული თეთრი პილპილი, 1 მწიკვი მარილი, 50 გ ყველი გორგონზოლა, 2 ს.კ. 33%-იანი ნაღები, 2 ს.კ. შარდონე, 1 ღერი ბეგქონდარა.

მომზადება: კრევეტები გავასუფთავოთ ისე, რომ მხოლოდ კუდის ბოლო სეგმენტი დავუტოვოთ. ტაფაზე დავადნოთ კარაქი და შევწვათ კრევეტები. დავუმატოთ მარილი, პილპილი, დაკეპილი ნიორი და 1/2 წუთი ცეცხლზე გავაჩეროთ. ტაფაზე დავასხათ ღვინო და მისი დაშრობის შემდეგ დავამატოთ ნაღები. როცა ნაღები შესქელდება, დავუმატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი გორგონზოლა, რომლის ჩადნობის შემდეგ მოვაყაროთ ბეგქონდარას ფოთლები და გადმოვიღოთ ღრმა თეფშზე. ბაგეტი დავჭრათ, ტაფა-გრილზე გავხუხოთ და სუფრასთან კრევეტებთან ერთად მივიტანოთ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული