3–4 თებერვალს ღვინის კლუბი წარმოგიდგენთ მორიგ ტრენინგს, რომელსაც ღვინის მწერალი მალხაზ ხარბედია გაუძღვება – ღვინის დაჭაშნიკება (როგორ დავაგემოვნოთ ღვინო).
• ტრენინგზე ვისაუბრებთ ღვინის დაჭაშნიკების ძირითად ეტაპებზე, თვალი, ანუ ღვინის გარეგნობა, სურნელი, გემო, დაბოლოება და სხვ. გავეცნობით ღვინის დახასიათების სისტემურ მეთოდს, ასევე გავივლით ღვინის შეფასების კრიტერიუმებს. გავსინჯავთ ღვინოებს.
• ტრენინგზე გაისინჯება 10 სხვადასხვა დასახელების ღვინო, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოდან. წარმოდგენილი იქნება თითქმის ყველა სტილის ქართული ღვინო.
• ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 11:00–16:00 საათები.
• ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 90 ლარს.
• “ღვინის კლუბის” წევრებისთვის, რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, გათვალისწინებულია 20%–იანი ფასდაკლება.
• კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (ღვინის დაჭაშნიკება, ავტორი მალხაზ ხარბედია), სადეგუსტაციო ნიმუშები (10 დასახელება), ტესტები, ღვინის საგამოცდო ნიმუშები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი (2 დღე).
• სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.
• ტრენინგი ჩატარდება მას შემდეგ, რაც კურსზე დარეგისტრირებული მსმენელების რაოდენობა მიაღწევს 20-ს.
• რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88, 557 41 30 10.
• ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 1 თებერვალი.
გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:
ააიპ "ღვინის კლუბი"
ს.ს. „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002
თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 1 თებერვლისა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი