Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წითელი ღვინო და არაყი გულისთვის სასარგებლოა

ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მხოლოდ წითელ ღვინოს კი არ შეუძლია დადებითად იმოქმედოს ორგანიზმზე და მნიშვნელოვანწილად გულსისხლძარღვთა სისტემაზე. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამგვარ ფუნქციას არაყიც ასრულებს - ასეთ დასკვნამდე მივიდნენ როდ აილენდის ჰოსპიტლის მკვლევარები. ექსპერიმენტის ჩასატარებლად მათ გოჭები გამოიყენეს. დოქტორი ფრანკ სელკე, რომელიც ჰოსპიტალში კარდიოქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობს, აკვირდებოდა გოჭებში ქოლესტერინის დონის ცვლილებას არყისა და წითელი ღვინის ზემოქმედების შედეგად. გამოკვლევისას დადგინდა, რომ ალკოჰოლის ორივე სახეობა კარგად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე და მათი დაავადების რისკსაც ამცირებს, თუმცა ამ შემთხვევაში ღვინოს გაცილებით მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე არაყს, რადგან ღვინო ანტიოქსიდანტებს შეიცავს. ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა გოჭების სამი ჯგუფი გამოიყენეს, რომლებსაც ცხიმიანი საჭმლით კვებავდნენ. პირველ ჯგუფს საკვებში წითელ ღვინოს ურევდნენ, მეორეს არაყს, მესამე ჯგუფი კი ალკოჰოლის გარეშე იკვებებოდა. “ალკოჰოლიკებს”, რომლებიც ღვინოსა და არაყს მიირთმევდნენ, დოზებს ისე უნაწილებდნენ, რომ ორივე ჯგუფის გოჭებს სპირტი თანაბარი რაოდენობით მიეღოთ. ეს საინტერესო ექსპერიმენტი 7 კვირის განმავლობაში  გრძელდებოდა, მისი დასრულებისას კი აღმოჩნდა, რომ ღვინისა და არყის “მომხმარებელ” გოჭებს გაცილებით უფრო აქტიური სისხლის მიმოქცევა ჰქონდათ, ვიდრე გოჭების “ფხიზელ” ჯგუფს. გარდა ამისა, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ “ალკოჰოლიკ” გოჭებს ე.წ. “კარგი” (HDL)  ქოლესტერინის მაჩვენებელი სისხლში ბევრად მაღალი ჰქონდათ, ვიდრე მესამე, ,,ფხიზელთა” ჯგუფს - ამ უკანასკნელთ “ცუდი” (LDL) ქოლესტერინი ჰქონდათ მომატებული.

© ღვინის კლუბი/Weekend



ბიჯორ რამდენი ფიქრი და შრომა დასჭირებიათ ამერიკელ მეცნიერებს იმაზე, რასაც ქართველი ლოთები (ჩემი ჩათვლით) იმ თავითვე მიხვდნენ და ჩასწვდნენ :)


აუცილებელია გოჭი და ღორი იყო ღვინო და არაყი რომ უფასოდ დაგალევინონ? ადამიანებზე აღარ ატარებენ ექსპერიმენტს?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული